განვედ სატანავ! რადგანაც კეთილს აეკიდა შენი ზმანება, შორით მოხიბლულს სინატიფე მე მეზმანება. დაე, დამდაგოს მწუხარების ცივმა ცრემლებმა და მომაქციონ მარწუხებში შენმა ხელებმა!
მე ვეღარაფერს ვერ მოგიძღვნი ჩემი გულიდან, რადგან ეს სიტყვაც დავისესხე გაზაფხულიდან, როგორც საუნჯე გაძარცვული დავრჩი სავანე და ...მიწის შუაგულში მარტო ვდგავარ მე.
როცა იცვლება ბუნებრივი პალიტრა ფერთა, მაშინ ინთება კაეშანი გარდასულ დღეთა, სული მძვინვარე სისპეტაკეს შენს გვერდით კარგავს, მე შენი სახით დამონებულს არარა მჩაგრავს.
როგორც საუნჯე გაძარცვული დავრჩი სავანე და ...მიწის შუაგულში აღარ ვდგავარ მე.
|