მთავარი
 
167 SKOLA 4EVERპარასკევი, 2026-04-10, 8:05 AM



მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
>>>ქართული ფილმები<<< [48]
>>>უცხოური ფილმები<<< [157]
>>>ვიდეოები<<< [27]
>>>ანიმაციები<<< [34]
>>>თამაშები<<< [11]
ლექსები [120]
მუსიკა [6]
სადღეგრძელო [35]
ბოევიკები [1]
ფანტასტიკა [6]
პრიკოლები [6]
უჟასები [9]
დრამა [6]
ჩხუბი წესების გარეშე [7]
PRISON BREACK გაქცევა1 2 3 4 სეზონი [7]
LOST დაკარგულები 1 2 3 და 4 სეზონი [6]
BRIGADA ბრიგადა [1]
ნაცნობი [6]
ვა ბანკი [7]
სიცილის ზონა [8]
პროფილი [16]
კლაბ შოუ [8]
კომედი შოუ [17]
ვანოს შოუ [6]
პროგრამები შენი კომპიუტერისთვის [89]
Download თამაშები [14]
2009 წლის ფილმები მხოლოდ აქ ჩვენთან [5]
იუმორინა 2008 [1]
ევროვიზია2009 [5]
ინდური ფილმები [11]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 144

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » იანვარი » 08
გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე,
ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით,
მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე,
მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...

გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია,
ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება,
ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია,
ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...

გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა
თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა,
გემახსოვრებათ ჩვენი იუდა,
-ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...

-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდით?
-მინდორზე წოლა, თავდავიწყებით?
მე საუკუნო ძმობას შეგპირდით,
მე არასოდეს დამავიწყდებით!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 545 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

ლოცვით გავიკვლევ უშენობიტ ნაჩვევ ბილიკებს,
და მოვეფერები ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს,
როგორ განვიცდი შენ რომ უკვე სხვაზე იფიქრე,
მაგრამ არ ვფიქრობ რომ ჩემსავით სხვა ვერ მიგიღებს
მომენატრები და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ

მერე კი ლოცვით მოვიოხებ ამ დიდ ტკივილებს,
გახსოვს შენ მკითხე რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს?
მე რასაც მივხვდი ნუტუ მართლა შენც ის იფიქრე?
მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე
ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დაგივიწყებ???
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 560 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.

ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”

ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”
“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”
“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”

და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..
მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 543 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები
დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე,
მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე.”

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ,

ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს
მოგეწონება თვალები მისი
შენ დაინახავ მასში უკეთესს
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი,

წლები გავა და გული დაგწყდება
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია
რომ ჩემ სიყვარულს ძალა ჰქონია,

მე ეს არმინდა ოდესმე მოხდეს
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ცუდი რამ მოჰყვეს
არ მინდა შენში ის დავინახო
ვისაც არ ველი ის ავისახო

რა ვქნა რომ ბედმა ასე დამცინა
რომ სიყვარულში ასე გამწირა
არ დამანახა მასში სინათლე
თუ ერთხელ მაინც არ გამიმართლ
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 623 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

აღარ გიყვარვარ რა შემიძულე?
რატო მითხარი რად მომიძულე!?
თვალს ცრემლი მითხარ რად აიძულე?
მითხარ ეს გული რად მოიძულე!?
მითხარი მიდი მითხარი რომ შენ
აღარ გიყვარვარ, გძულვარ ვერ მიტან,
მითხარი, მიდი, მითხარი, რომ შენ,
შენ ჩემთან ყოფნას ვეღარ აიტან.
გახსოვს წარსული ხვევნა და სითბო?
უშენოდ გული როგორ გავითბო?
აჰა ეს გული სხეულმა გითმო
წადი ვაიღე გულმაც გადითმო.
წადი და უკან არ მოიხედო,
წადი და გთხივ რომ თან მიმიხედო,
გულს ატირებულს ცრემლად დანამულს,
გულს ატირებულს დარდად დაკაზმულს.
ეჰ მახსენდება ტკბილი ფერები,
ვკვდები რომ ეხლა ვერ გეფერები,
დრო მოვა, შენ სხვას მოეფერები
მე რომ მოვკვდები, მომეფერები?
გახსოვს რაც ჩვენში ლეყსად დაიწყო?
ის ლექსად უნდა მორჩეს დამთავრდეს!
ეს სიყვარული ცრემლიდ დაიწყო
და ჩემს საფლავზე ცრემლით დამთავრდეს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 553 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

დღეს გარეთ თოვლია,ჩემთან კი მარტოობა
გადაპენტილი მიყურებს ქუჩა
თეთრი ფანტელი ეშვება ციდან
ცის კიდეს ბოლო აღარსად უჩანს.....

მივყვები თოვლით დაფარულ ბილიკს
ნაფეხური კი ემჩნევა ორი
ნაკვალევია ეს სიმარტოვის
მალე ამასაც დაფარავს თოვლი.....

დაფარავს ისე როგორც დაფარა
წლების წინ ჩვენი ნაფეხურები
მე დღეს პირველ თოვლს სულ მარტო ვხვდები
და ამით ჩემს ბედს არ ვემდურები.....
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 535 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

მოვარდა ქარი
და
ღრუბლები ცას მიუსია...
უფერულია რეალობა...
ვარ ილუზია...
ისევ გათენდა...
გაფერმკრთალდნენ მკვეთრი განცდები...
სხვა ფერადდება მზის სხივებით...
მე კი...
ვბაცდები...
სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა,
ეს უაზრო
და უფერული ქვეყნის ყაყანი...
გინდა პილატე დაიძახონ...
გინდა ბარაბა...
ვყვირი იესოს
და
გატარებ ხელში აყვანილს.
ხედავ? ვენები გადავიჭერი.
მოდი და სხეულში შემიძვერი..
ისევ ვიხრჩობი...
ამაოა ყველა მცდელობა...
დგას ოთახებში უშენობის უჰაერობა...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 599 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

მზე გამოვიდა და ცას უკვე ფერი ეცვლება
ჩუმად აპარებს ღრუბლებიდან მზე თავის სხივებს
მე მოვალ შენთან მაგრამ ჩემთვის აღარ გეცლება
და მარტოობის მწარე ტანჯვა მე ამატირებს....

უკვე დაგკარგე,აღარც ჩემად აღარ გიგულებ
ჩემს მწარე ფიქრებს მარტოობა ეალერსება
აღარც უზომო სიყვარული გამადიდგულებს
და აღარც შენი თბილი მზერა არ მეღირსება...

მე ის დავკარგე რასაც ჩემად ვთვლიდი ყოველთვის
რასაც ხელს ვკრავდი ვერთობოდი უზომო გრძნობით
მე ის დავკარგე ვინც ”სიცოცხლედ” უკვე აღარ მთვლის
და იმ სიყვარულს ემუქრება ახლა მოსპობით!

ბედნიერებას ვკარი ხელი სხვა არაფერი....
ჩემივე თავთან მევე ვრჩები გასამტყუნარი
მე სიყვარული არ შემეძლო ალბათ სხვაფერი
აღარ შემწევდა სიყვარულის მე სხვა უნარი.

დღეს საბოლოოდ დამიქნიე ხელი მშვიდობის
შემომანათე ეგ თვალები თუმც ისევ თბილი
მე დავიჯერე სიყვარულის მარადისობის
და სწორედ ახლა მაგ დაკარგულ გრძნობაზე ვტირი....

ეგ არაფერი,ეს ცხოვრებაც გაივლის ალბათ
წლები გადაშლის სიყვარულის ფაქიზ ნაკვალევ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 542 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

გარეთ წვიმს,წვიმა ეფერება ფოთლებს ნამიანს
ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას
წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია
გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...

წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს
მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს
წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს
წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...

ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს
...მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს
მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს
სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც

სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს
სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს
ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს
და ჩემს ტკივილსაც მხოლოდ წვიმა თუ გააყუჩებს....
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 589 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

თუ კი ოდესმე მოგენატრები,
და თუ ოდესმე თავს მარტოდ იგრძნობ,
მე მოვალ შენთან ჩქარი ნაბიჯით,
გრძნობით ავსებულ სითბოს გაგიყოფ,

ცხელ ცრემლებს მოგწმენდ ლურჯი თვალიდან,
პატარა ხელებს ნაზად გაგითბობ,
შუბლზე გაკოცებ როგორც პატარას,
ჩაგეხუტები და გულს გაგილღობ..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 644 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით,
თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი,
რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით
ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი.
ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით,
რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ,
რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით
შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ.
ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით,
რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად,
რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით
და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად.
მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს,
მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 592 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

განვედ სატანავ! რადგანაც კეთილს აეკიდა შენი ზმანება,
შორით მოხიბლულს სინატიფე მე მეზმანება.
დაე, დამდაგოს მწუხარების ცივმა ცრემლებმა
და მომაქციონ მარწუხებში შენმა ხელებმა!

მე ვეღარაფერს ვერ მოგიძღვნი ჩემი გულიდან,
რადგან ეს სიტყვაც დავისესხე გაზაფხულიდან,
როგორც საუნჯე გაძარცვული დავრჩი სავანე
და ...მიწის შუაგულში მარტო ვდგავარ მე.

როცა იცვლება ბუნებრივი პალიტრა ფერთა,
მაშინ ინთება კაეშანი გარდასულ დღეთა,
სული მძვინვარე სისპეტაკეს შენს გვერდით კარგავს,
მე შენი სახით დამონებულს არარა მჩაგრავს.

როგორც საუნჯე გაძარცვული დავრჩი სავანე
და ...მიწის შუაგულში აღარ ვდგავარ მე.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 669 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

მოდით და შევსვათ სადღეგრდზელო სიყვარულისა
რომელიც არის სადღაც გუში ჩუმად მალული
მას გაუმარჯოს გავუფრთხილდეთ გრდზნობას სათუთსა
და ამ გრძნობისა შევსვათ ამაყად ვით სასწაული

გთხოვთ მომიტანეთ განსხვავებული მინდა დავლიო
ჩუმად ვიძახი არ შემიძლია ბევრის ატანა
ისევ ჯიუტად ვიმეორებ ღვინო დამისხით
მე დავცლი ჩიქას ვერ შემაჩერებს ბნელი სატანაც

ხელში მიჩირავს განსხვავებული სავსე სასმისი
და სიტყვებს ვამბობ ჩემს სიყვარულზე მინდა დავლიო
მუდამ ეცოცხლოს ამ ლამაზ გრძნობას პატარა გულში
გზას უნათებდეს თან შესცქეროდეს გამით ლამპიონს

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 545 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

გახსენით ფარდა,
ნუთუ ჩემს გარდა, სხვებიც თამაშობს
ამ პიესაში ვინმე სხვაცაა?
ვინაა ვარდი, ან ვინ ანაშობს,
ვინ სერაფიტას მწვანე ზღვაცაა...

გადამეკლაკნა სულში ობობა,
მთელი ცხოვრება მსახიობობა?...

თუ თეატრია მთელი სამყარო,
პერსონაჟები ჩვენა ვართ მაში,
მაშ ხომ ყვავილნი უნდა მაყარო,
ღმერთო, მითხარი, სადაა ტაში?!

თუ ცხოვრების გზის ჩვენ ვართ მხატვრები,
და კიბეები, ჩვენი, ხატია,
მაშინ ეულად როცა დავთვრები
ისიც ხომ ჩემი დასახატია?
-თურმე ვყოფილვარ ცერბერი, მითრა,
მათ აღსაწერად მინდა მონობა,
რატომ არაა ღმერთო პალიტრა?
ხალხს დავანახო მე დრაკონობა...

მინდოდა მხოლოდ ლექსების წერა,
და არაფერი მე ამის გარდა,
მე გადავწყვიტე ფანქრით მეწერა,
ცხოვრებას ვიწყებ, გახსენით ფარდა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 578 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

არ გამიმართლა ცხოვრებაში, გავჩნდი და ვკვდები.
ხან ფრთები მადგას ანგელოზის, ხან კიდევ რქები,
ყურს აღარ ვუგდებ რას ამბობენ ამაზე სხვები,
მე ხომ ისედაც სულ ყველაფერს ნელ-ნელა ვხვდები.

მიექანება ცხოვრება ჩემი სიზმრისკენ თითქოს
და ეს სიზმარივიცი, სულაც არ არის კარგი,
ცუდი ძაფებით შევიკერე სულის სამოსი,
ხასიათისაც ალბათ ცუდი ავიღე თარგი.

დანაცრებულა გულში ცეცხლი მომდევნო წამის,
გარეთ კი ჩუმად სილამაზე, ყვავილი ყვავის,
ბევრჯერ ვეცადე აღმედგინა ჩემს სულში ბზარი
როცა მესმოდა როგორ რეკდა ტაძარში ზარი.

უგნურებაა იმისი თქმა რასაც განვიცდი,
მაგრამ ვერ ვუძლებ მე და გტოვებთ, ვტოვებ ცხოვრებას.
ადამიანი მაშინ კვდება, როცა ატყუებს
თან სხვას კი არა, თვით საკუთარ გულს და გონებას.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 579 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

ს იმ ადამიანს გაუმარჯოს<
ვისი ცხოვრების გზა შვეულია<
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია .
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის
ვინც ამ ქვეყანაზე ეულია
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისა ცხოვრების გზაც მწუხარეა
ვისაც არასოდეს ეღიმება
სხვისი ღიმილი კი უხარია
ვისაც შეუძლია ატირება
მზით და სიკეთით მდიდარია
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც ერთსულოვნად შეუძლია .
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 557 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი სიყვარულისკენ
ამ სიყვარულში დავიმალები.
ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი?
ვით ხეს ფოთლები შემომეცალა,
მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი,
სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა.
ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა
ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში,
სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს,
მე ავფრინდები მაღლა ზეცაში.
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას
და სილურჯეში დავიკარგები,
წავალ და ვივლი უკვდავებისკენ,
უკვდავებაში დავიმარხები."
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 591 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-08 | კომენტარი (0)

ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2026
Website builder - uCoz