| სექციის კატეგორიები |
|
 |
| მინი-ჩეთი |
|
|
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
|
 | |  |
| მთავარი » 2009 » იანვარი » 09
გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი გაიცნეს, მთელი ეს საღამო ერთად იცინეს, ბიჭმა აგრძნობინა გოგოს მოწონება, წამში მოახსენა მისი მოწონება, უთხრა მომავალი დიდი მელოდება, ცხოვრების თანამგზავრი კარგი მეყოლება, მე მასთან ყოფნა ყოველთვის მენდომება. გოგონამ იგრძნო რო თავგზა აებნა, თავისი ფიქრები სულ მთლად გაებნა, ბიჭსაც ეს უნდოდა გოგონა დაება, მას კლანჭები გოგონას ჩაება. მას შემდეგ დაიწყო გოგონას წამება. გოგონამ არ იცოდა სიყვარული რა იყო, ცხოვრების ნახევარი ბიჭისთვის გაიღო. ცხოვრების ბილიკი ორად გაიყო, ბიჭმა ნახევარი გოგოსი წაიღო. ერთი ორი დღე იყო ბედნიერი, მას სხვისი გული დროებით ითხოვა. გავიდა დღეები, ბიჭს გამარჯობაც აღარ უთქვამს გოგოსთვის, გოგო ნერვიულობდა, ფიქრობდა და სინანულის ცრემლით ტიროდა. ერთი დღე გათენდა ძალიან მშვენიერი, გოგოსთვის სილამაზე იყო წამიერი, მან თავის სატრფო სხვასთან დაინახა, გოგონამ იგრძნო რომ ცხოვრებით დაიღალა, ის სიყვარულით ძლიერ დაიტ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
690
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მოვა... მაგრამ როდის? შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის! ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის; სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის! ყვავილები უხვადარის დენდის...მეფე მონის. ქარში ათრობს არემარეს ოხვრა ტრიანონის. და ლანდებად თეთრ სარკეზე ჩნდება სახე მკრთალი შუაზელი, ესტერგეზი და თვით დედოფალი. ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი. მხოლოდ თეთრი შადრევნებით მე ვერსალის ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით მტანჯავს მსუბუქ-მქროლი. დედოფალო! ლურჯი რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი! მიჰქრის დალალგადაყრილი: დოვინ, დოვენ, დოვლი... თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
565
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე, ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია..
ნანახია:
598
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით, ალბათ არასდროს შევცდებით. ეკლიან გზებსაც ავცდებით და შორს მწვერვალებს გავცდებით. თუმც ვერანაირი აცდენით, ბედისწერას ვერ აცდები, ამაო იქნება განცდები, ამაში მართლა არ ვცდები...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
673
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ო, აფხაზეთო ქართველთა გულო, ქართველთა ელდავ, შენთვის დაღუპულ შვილებზე, ტირის მრავალი დედა, დავბრუნდებით კი? მზიან მიწაზე კითხვა მაქვს, ნეტავ, და სამყაროში შენი სახელით საქვეყნოდ ელავ.
შენ არ დაცხრები, შენ არ მოკვდები, ჩვენ გეუბნებით ერთად, ჩვენ უზრუნელი, მომავლის ბედზე ფიქრებსაც ვბედავთ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას შემოხვეოდა სევდა, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში ჩვენ დავბრუნდებით ერთად.
მეფეებისთვის, და ქართველთათვის აღარ ჩავაგოთ ხმალი, შენს დასახსნელად სოხუმო მოვემართებით ყრმანი, დავითის მოდგმას ვაგძელებთ, ჩვენ გადმოვლახეთ ზღვანი, მოდის ახალი თაობა, ელავს ახალი ალი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
706
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი, მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი, მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ, მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ, მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა, მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
521
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ბრუნავს ბუნება, იცვლება ჟამი... კრთიან ხეები, ზუზუნებს ქარი. ცაც თითქოს ნელა ივსება ნისლით, ვით ჩემი გული ამ სიყვარულით.
ამ გრძნობა თურმე არა აქვს ვადა, არ იცის ხანა, ეპოქა, ერა... ამბობენ თურმე არსებობს მარად და ღვთის წყალობით იქნება კვლავაც.
უსიყვარულოდ არ გალობს შაშვი, არ სტვენს ბულბული და სტირის სული ... უსიყვარულოდ ცოდვაა გული !
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
596
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია... იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს, ...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ... ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ... ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია... დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე... ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე... ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი... მონანიებად ჩამით
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
610
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
507
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი, ჩემი სიმღერა ქვითინი იყო, სულით ობლობას კვნესოდა ქარი. ხანი გავიდა, გადამავიწყდა სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული, სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში ღრმად ჩაქსოვილი და შენახული. ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი, მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი, ყრმობის ოცნებით გატაცებული, ყმაწვილურ ვნების გამომსახველი. და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს, შემდეგ ახდენილს სინამდვილეში, მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
580
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
653
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
569
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოველის მპყრობელმან ვისურვე, დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე”… თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოვდილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - გულზე დამადგით, ფეხი დამადგით, გულზე ყოველთა…
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
613
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ძნელია როცა ტირიli გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეეზს ვერ ხედავ, ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს, ძნელია როცა თვალები სველი, არ იძინებენ არ წყდება თოვა, ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა. ძნელია როცა სევდა დაგიმარტოვებს, ძნელია თითქოს, ძნელია როცა გათოშილ თითებს არავინ გითბობს, და როცა მატო დააბიჯებ ქუჩაში, ქარში და უკვე აღარ იყურები ოცნებით ცაში. და თუ ნაცნობი თითების ნაცვლად ქარი გეფერება, გული ვეღარ ითმენს, დრო გადის და ჟამიც გებევრება, ძნელია უმიზნო ლოდინი ძნელია თითქოს, შენ უნდა ელოდო და შენზე თურმე არავინ ფიქრობს
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
597
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე, დილით ყვავილი გეალერსება, ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს.
წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ და შენი სევდა ისე დიდია, გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა, ის რაც გინახავს, ან განგიცდია.
ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს, განმარტოებით დგახარ სრულებით და დაგროვილი სევდა სულიდან გეღვრება, როგორც ნაკადულები.
სულ რომ გვაქციო ზურგი ამაყად, ან მოეფარო შორეთს ბინდიანს, იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ, მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია.
ტანზე სამოსიც შემოგძარცვია, მთაო გალავნად წამომართულო, შენ ჟამმა,თითქოს ბერად გაგცია და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან, ქართული ჩოხით... ძველი ხალათით... ის დადიოდა,როგორც ლეგენდა, ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...
საით წავიდა, არავინ იცის, მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი, მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი გაოცებული ფიროსმანივით
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
548
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი, თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს, ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს, ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე.
მწარედ გადაგკრავს ღიმილის მახვილს, გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს, როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს.
და თუ ღიმილის იდუმალ ფარდას, სუდარასავით ჩამომაცილებთ, ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს.
და ამ ნიღბების მიღმა მავალნი, თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ, მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი, ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
550
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს, ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია, ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით..
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
579
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი, მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს, მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი, და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ, და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი? სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ, არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი? და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ... აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი... ეს სასაფლაოც ატირდება ვტირივარ როგორც... ამ ქალსაც მგონი გაჰყოლია იმ ქვეყნად დარდი, ამ ვაჟკაცს თურმე ჰყვარებია ლამაზი გოგო... და ბედისწერის ყველა გზები აქეთკენ მოდის, და საფლავთ იქით ოცნებათა თავდება თოვა, მეც მოვალ ალბათ...რა აზრი აქვს როგორ ან როდის... ასე კი არა, უფრო ჩუმად, გულგრილად მოვალ... მოვკვდები ალბათ ისე როგორც კვდებოდა ყველა, და არაფერი არ იქნება ამაში უცხო, იქნება დილა, და ზეციდან ფიფქების ცვენა, იქნება სევდა, და სიცივე იქნება უფრო,
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
664
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
როცა მთვარემ იწყო კლება,
მე დავიწყე აღმაფრენა,
შორეული ზმანებების უღიმღამო ესტაფეტა.
მე მოვივლი ზღვის ნაპირებს, შენთან მოვალ
თუ კი მეტყვი,
და მოგაფრქვევ ლურჯ ტალღების უსასრულო
ეფემერას.
მერე მარტო, კვლავ ეული, დაუყვები
ზღვის ნაპირებს,
შორეული წარსულის ხმებს ქარს გავატან
ცის კამარად.
ველი ქარებს, ნიაღვრებს, რომ წალეკავს
დროის ბზარებს,
ველი სურნელს ველურ ვარდის, სველ წვიმების
ქროლვის ალებს,
მორჩილ მზერას კენჭებისას და საამო
სიელვარეს ...
ბგერებს ველი სიღრმისეულს, რომ წალეკავს
გონების კარს,
სულის ზღუდეს შემოგინგრევს
და მიგიყვანს ვით გარიყულს ხელოვნების
კარიბჭესთან.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
563
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მთვარემ მოქსოვა მზის თეთრი კაბა.
ღამემ კი შობა დღის ჭრელი ფარდა,
დრომ დამათოვა სევდად ფიქრები,
ზღვამ დამიტოვა ლურჯი ზვინები,
სიტყვების ქარმა რითმით მასველა,
ყვითელ წვიმებმა მუზად დამსეტყვა,
სულის რაშმა კი მოვერცხლილ მთებზე
სისხლით გათელილ ვნებას მადარა ...
და ვეძებ ჩემში დავრდომილ პოეტს,
და ვეძებ ჩემში დაჭრილ მონასაც,
მაგრამ გაზაფხულს თუ კი მოგიყვან,
გთხოვ, სიყვარულს მე ნუღარ მომკითხავ.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
599
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ხელოვნების კარიბჭესთან მდგარი, კარებს
მიღებს სრულყოფილი მგზავრი,
ლურჯ სვეტების ვრცელი გალავნები
მიმოაბნევს მარგალიტებს რარიგ ...
მე მოვწყვიტავ ქარით აღვსილ ფოთლებს
და გავითბობ სულის ეფემერას,
და დამხრჩვალი ზღვების სავანეში,
ნაპირს მრიყავს სიყვარულით დაჭრილს
ჩემი სულის სრულყოფილი მგზავრი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
565
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მე მივყვები ჩემი სულის ლანდებს,
მზის ტალღები ალმურს შემომაფრქვევს,
მოვერცხლილი, ლურჯი ქარავანი გამიტაცებს
სიყვარულით დაჭრილს
და ბნელეთში სისხლით განათდება დავრდომილი
პოეტური მუზა...
სული ითხოვს უსაშველოდ შველას,
მზე კი ისევ ცხელ ტალღების რწევას,
ცივი მთვარე გამალებით მზერას,
ბნელეთში კი აღარ მეფერება ცხელი სისხლით
გათელილი ვნება.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
537
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი სიზმრებით წარსულს ვშორდები
და ვეახლები მთვარეს მინორულს,
დავესესხები წვიმას სიყვარულს,
რომ დამასველოს უგონო სითბომ...
მერე არ ვიცი, გაქრება ალბათ
თეთრი ზმანება სულ, რომ თან დამდევს,
სისხლში იფეთქებს კვლავ გაზაფხული
და გაცოცხლდება სიტყვა უთქმელი,
უხმო ცრემლებით აივსებიან ნაზი ამბორით
ვარდის ფურცლები...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
543
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
სანაპიროს მარტოდ მდგარი,
ელის ღამის `კარნავალს~,
ღელვით ქარი მიმოაბნევს
ლურჯი ზღვების გალავანს.
სულის თრთოლვას ემატება
ჩქარი რიტმის ძალები,
`ტოკატა~ და `ტარანტელა~,
ბობოქარი ზარები...
ამოუცნობ ლანდებს ებრძვის
გამალებით გონება,
ნეტავ როდის დასრულდება
უსასრულო გოდება.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
584
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მიტოვებული წარსულის ჩრდილებს ავედევნები
და ჩემს სულისთქმას ზეცას გავანდობ
სისხლით შეღებილს,
მე დავიღლები ყვავილების ჩუმი ალერსით
და გაზაფხულის გულის ფეთქვით მე დავმშვენდები.
სიომ აფრქვია მარგალიტები ნუშის ყვავილებს,
მზემ კი სხივების `სარაბანდა~ გამოაბრწყინა,
ღამეს კი ველი მთებში დაკარგულს
და ლურჯ ქარავნებს ცრემლებით ვდევნი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
562
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
შენი წასვლიდან ოთხიოდე წუთი გავიდა. ვრჩები განცდებთან, _ “ სხვათა შორის” რომ დამიტოვე. იქნება ღირდეს, რომ დავიწყოთ ისევ თავიდან _ ის ”ყველაფერი” დამთანხმდები, _ იმედს ვიტოვებ. არ მკითხავ ალბათ, გაკვირვებით ”ყველაფრის” ამბავს. რა განცდებზეა საუბარი, _ არ მომთხოვ პასუხს, ღიმილთან ერთად, როცა თვალებს მალულად ნაბავ. რა შუაშია ეგ სიმკაცრე,_ რაც გულით არ გსურს? სუნამოს სუნი ვერ განდევნა თამბაქოს ბოლმა, თვალს ვერ ვაშორებ დახეულ თაბახს,_ აქა ხარ თითქოს, თუ დავისწავლეთ ამ სიშორის ყადრი ჩევნ ორმა, ბევრ რაღაცაზე უარს ვიტყვით,_ მე ასე ვფიქრობ. ქრება მირაჟი, _ სინამდვილე მუშტებს მიღერებს ყელში ბურთად რომ გამჩხერია_ ევას ვაშლივით, დახეულ თაბახს მიტმასნია ჩემი სიმკაცრე, თვალებს მიწკურავს... ვუწითლდები მორცხვი ბავშვივით. თითქმის საათი გასულია შენი წასვლიდან, სუნამო მაინც ვერ განდევნა თუთუნის ბოლმა. არ არის ძნელი, რომ დავიწყოთ ისევ თავიდან_ ის ”ყველაფერი”... თუ მოვრიგდი
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
574
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში, შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა! თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში - ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
743
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
გალობა ანგელოზთა–
სხვა მხრივ სიჩუმე,
ჩამქრალი სინათლე–
მხოლოდ სანთლები
არავინ სულიერი–
კედლებზე ფრესკები,
არც ერთი მომლოცველი–
და მაინც ლოცვები,
ღმერთისგან შენდობილი
ამ ქვეყნის ცოდვები,
ტაძრის შუაგულში
ცოლ–ქმრად შეუღლება,
გული მიყვარხარო
სხვა გულს ეუბნება.
ცრემლი დაცემულა
პატარძლის კაბაზე
ცრემლებს უელვია
ნეფის ამაყ თვალზე,
ცრემლებს უცვივნია
მაყართა თოლებიდან
სიკეთის ცრემლები
მოდის დღეს გულიდან
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
711
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
კარიბჭეები, ცათამბჯენები ცხრაკლიტულები... ცდება გონება– როცა ყველაფერს რაღაც აკლდება, როცა ყველაფერს რაღაც შორდება. ილუზიები, მწველი თვალები, გაშლილი ფეხები... გამოცხადება! ნაკბენი ტუჩზე, ლაქები ლურჯი, გამოზლაზნდება–გარდაიცვლება. კარზე კაკუნი, ფეხის ჭრიალი და მარტოხელა, ავი ყმუილი, ღამის პეპლები, ხეთა ჩრდილები, ღია კარები... მზერა... დუმილი... ამოუცნობი, ცოტა პირქუში, მთელ ღამეს მასთან ყოფდი სარეცელს, კრთოდა სახეზე ღიმილის ნერვი, მის გარდა ყველას ზურგი აქციე, მის გარდა ყველამ ზურგი გაქცია, მის გარდა ყველა არის მაქცია, მის გარდა ყველა შენი მტერია, ნოტიო აზრში რაღაც სენია! და მაინც, მძიმე არის ბურუსი, ხანდახან ხდება, ცდება გონებაც, შემოგეხევა მუქ ტანზე კაბა, ნოტიო ვნება, სიამოვნება, ცივი კანკალი და გაჟრჟოლება და გამოცლილი ბოთლი: აღარც ჯინი ზის მასში შემცბარი, არც სითხე, მორჩა ომიც... მორჩა ომი და მ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
570
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მეგონა,გაექეცი ჟღალისფერ სიზმარს, მეგონა, შეიცანი სხივები მზისა, გული კი მაინც, რატომღაც თრთის და- თურმე დაუჭრიხარ შხამიან ისარს...
მე არ ვუსმენდი ცხოვრების მისანს და ჭეშმარიტად ვებრძოდი სიტყვას, თემიდას სიტყვას და დიკეს რისხვას, ამ ოცნებების ვარდისფერ გრიგალს.
ყურში ჩაგესმა პეითოს გმინვა და მაშინ დადე ჰორკოსი წმინდა, რომ შეებრძოდი სიცრუეს მცინარს ამ ერთი ბეწო ცხოვრების ტირანს!
გაისმებოდა ეპინიკია... ჩვენი ცხოვრება ბევრი ფიქრია, ზოგი მცირეა, ზოგი დიდია, ბევრი სწორია, ბევრიც ფლიდია,
მაგრამ გაისმა აილინოსი, და შენც აბღავლდი როგორც ნილოსი, როგორც ფერები კედლის ტილოსი, ამოიმართა შენს წინ ბურუსი
და სიბნელეში დაძრწოდი მარტო, მხოლოდ გრძნობები დაგირჩა მთელი, ადამიანნო! ვერ ხედავთ როგორ, რად გადაიქცა სიმართლის მხსნელი?!
როგორც ობობამ პეპელა ქსელში, ისე ჩაგიგდო სიცრუემ მძევლად და გადაგაგდო ჰა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
579
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც... ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, ვერ შეიძულო მაინც... ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, ცაში იფრინო მაინც... ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, მაგრამ მიყვარდე მაინც... ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... ხომ შეიძლება გული გაიყოს და ვსულდგმულობდე მაინც... მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს და სიყვარულის მორევს ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ, დიდი ტკივილი ესაა სწორედ...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
623
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
რომ დადგებოდა ჟამი ჩვენი კვლავ შეხვედრისა რომ შენში ისევ გამაოცებს ჩემი დანახვა რომ სამუდამოდ დაიხსომებ იმ წამის ხმაურს რომ ჩემთვის ისევ გაიმეტებ წუთს საათიანს რომ თვალი მაშინ მოტყებით არ ატირდება რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ გიტირებ რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათ რომ ჩვენ კვლავ რატომ შევხვდით მაშინ, ზაფხულის ღამეს? რომ მოგონება ორწლიანი სახეიცვლება რომ სევდიანი წლები წუთად გადაიქცევა რომ თითქოს მხოლოდ გუშინ გნაზ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა
შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი
ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კვდომა კუბოს ზევიდან ჩამესმოდა ქალის ტირილი და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა ნუთუ დააკლდათ ამ ხალხს რამე ჩემი სიკვდილით
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
591
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ღამით ქუჩაში დავეხეტები მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით, ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის... მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები, სველი თვალებით მივყვები ბილიკს, გაოცებული მივიცქერი იქით არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის? მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის მე არ მასვენებს ფიქრები მისი, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის... მინდოდა მეთქვა,რაც არ მითქვია ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით, არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად, არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით. დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით არ ვიცი საით, გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
577
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
თქვენზე ოცნება მომძალებია, მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები. რომ მახარებენ, ეს ფიქრებია და ამ ფიქრების მონა ვიქნები. სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები, მიმოფერილი ოქროსფერებით. მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით. ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი, სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე. ბავშვური წყენა გადაგფენიათ უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე. თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი. ჩემი ზეცაა თვალები თქვენი. ეგ თქვენი მზერა სილამაზეა აუწერელი უთქმელი ენით. თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი. არა. არ ძალმიძს მე უმისობა. თქვენს სიყვარულში დავიმარხები, მივებარები მარადისობას. გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ, შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები. უკანასკნელად მოგეფერებით, მერე ღრუბლებში დაგემალებით...
ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია... შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული მაგრამ არაუშავს მიპატიებია... აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
586
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
წუხელ დამესიზმრე შავი ტანსაცმელით... უხდებათ... ცრემლები კუბოსთან ყვავილებს... უკან აკრეფილი თმებით – გასაშლელით გიხდება... როდესაც შენ ტირილს აპირებ... . იცი? - ეს სიზმარი ჯერ არ ამხდენია, თითზე შემრჩენია ფეფრფლი სიგარეტის... გარეთ დაქანცული იდგა გამთენია შუბლზე მიბჯენილი ნამგალა მთვარეთი . მგონი გაიხსენე შენ უკვე ის დრო და სიცხით გათანგულის ჩახსნილი საკინძე... გულაღმა ვეგდე და არავინ მინდოდა შენ კი დაბზარული გული დამაფიცე . რომ არ დავხუჭავდი თვალებს არგახელით არ შეგატოვებდი დროს განმარტოებით... შენ რომ არ ჩაგეცვა შავი ტანსაცმელი - მე დავრჩი... და შენ კი წახვედი... დროებით... . მძევლად დაუტოვე სახეს განშორება როგორც გაფითრებულ გვამების ვიზაჟი... იცი? – სიყვარულიც მალე აშმორდება თუკი არ გაყინე... ან ჩადე მიწაში! . წუხელ კი... კუბო იდო ოთხად მოკეცილი და მასში ხელები მეცნო გაცილებით... თითებიც ვიცანი გულთან მოკრეფილი ნერვიულობისგან დაჭმული ფრჩხილებით .
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
574
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
სიტყვა,სიტყვაში თუ მოვათავსე, მაშინ მიხვდები გულში რა მიდევს, თუ რა ტკივილი და დიდი ღვარძლი, მე მოვათავსე ამ გულის კარში. არვის არ ვანდობ თუ რა მაწუხებს, ეს მხოლოდ ჩემმა,ფიქრებმა იცის. მხოლოდ მათ ვუმხელ ჩემ წინათგრძნობას, რომ მალე შევაღებ სამოთხის კარებს. მტრედი წამიყვანს ამაფრენს ცაში, მტრედი ქაფქაფა,თოვლივით თეთრი, წამიყვანს ცაში და მომანატრებს, ...მიწაზე სიცოცხლის ხალისს
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
571
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე.... მერე მოდი და ცემს მკლავებში შემოიხიზნე უპატრონე ჩემს მონატრებას... ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური... რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს.... ..........გამომიგონე........... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა... შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე, მეოცნებე შორეულ ზღვაზე.... და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი.... მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი... მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა.... შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას... მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი... მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი.... ..........გამომიგონე............ შემოყვარე როგორც გ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
620
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით, ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით, ბედნიერება მარტოობაა, - რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?
ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე, დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე, წყალს მივეც ყველა ია და ვარდი, სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.
კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს, ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს, ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, - რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?
თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე, ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე... თუ დავამთავრე უკანასკნელი, თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე“.
„მაღლა გორაზე დაუთოვია, გულს მოსვენება ვერ უპოვია. იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს, იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
591
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი მონატრების გარდა. თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ ზაფხულს............ ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება........... მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
585
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
უფლისციხესთან ...სფერი ყაყაჩოს წვეთ არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა. არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩrია. არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას შუა კავკასიის ხედი და კითხვა <<ვინ ვის?>> ბებერ გულში ლახვრად მაჩნია. არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
612
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ყველაფერი დღეს დაემსგავსა სიმართლეს, ყველაფერი ეს დღეს მინდა რომ მე მწამდეს, პიქრი და ოცნება ახდეს, უაზრობა გაქრეს, ყველაფერი ცუდი წარსულს დარჩეს, განათდეს ცა, გამინათოს გზა, რომ გავაგრძელოდ ჩვენი მიზნის მიხცევა, და მწამს მე ამის მწამს, ჩვენ მოვიგებთ ომს, გაუსწრებთ დროს, არავინ არაფერს აღარ თმობს, ძმა ძმას დღეს აღარ ცნობს, უაზრობა თოვს, ფიქრები ქარს მიაქვს სადღაც შორს, და ველოდები ომს, ხელს მიწვდის ვიღაცა,რაღაცას მთხოვს, ნეტა რა უნდა?საერთოდ რას ისთოვს, რეალობას ჩამორჩა და მიდის სადღაც შორს, შენდობას ღმერთისგან ყველა მოითხოვს, ვერ გავურდივარ წლებს, სიბერე ყველგან მომსდევს, რა გაუძლებს დღეს ამდენ მტერს,ამდენ გველს, დამღალა ყველაფერმა რამის იმედი მაინც გვქონდეს
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
576
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
665
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი, ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია... ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი, მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...
სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად, ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია... მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება? ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...
ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ... ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები, მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...
ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას, ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან... და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად, როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
601
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
575
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო, ოღონდ არ მკითხო, ვერ გეტყვი რატომ. ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული, მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული. მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს, რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს. ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება, მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება. უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება, გული კი მარტოდ მარტო დარჩება. მოგონებები თუ გადარჩება, ამ მოგონებას ცრემლი ახლდება. ყველაფერი კი ასე მთავრდება, გული უშენოდ დაიტანჯება. სული ობოლი მარტო დარჩება და ჩემი გრძნობა ასე გაქრება, გაივლის დრომ და დადგება წამი როცა მე უკვე ვიქნები გვამი. მე გამიხსენებ სულ ერთი წამი, შენ გეკუთვნოდა, შენთვის ვარ მკვდარი, შენი ვიყავი და შენი ვრჩები, შენს ტკბილ სიზმრებში მე შენთან ვრჩები...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
568
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
როდესმე ნეტა მოგნატრებივარ? როდესმე მაინც თუ გყვარებივარ? ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი? არა! სიყვარულს არ ადევს ფასი! როდესმე ის დრო გაგხსენებია? ჩემსავით ვინმე მოგფერებია? ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები, თუ გაუნდვია თავის ფიქრები? როდესმე ნეტა მოგენატრები? როდესმე ნეტა მოგეფერები? ღამე მაინც თუ გაგითევია? ვინმეზე ფიქრში დაგთენებია? თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია, ცრემლებში სევდა თუ გინახია? ეს მონატრება შენ განგიცდია? ან უიმედოდ თუ დაგიცდია? მაშინ გაიგებ რაც გამიგია და ამ გრძნობებით რაც განმიცდია....... მოვა დრო... ღამე მოგენატრები, ქუჩაში დღისით მოგელანდები, შენც მოგაწვება გულზე დარდები და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები. ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე, არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე.... მოვა საღამო და მოვა ღამე, შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს, იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს და მოიგონებ სანატრელ წამებს, სანატრელ წამებს შეამკობ დარდით, და ატირდება ეგ გულიც ნატვრით, ნატვრით გაიგებ რა იყო
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
570
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ფიქრი – იმღვრევა, ნისლი – იმქვრევა, ცხოვრება – ირევა წამში, დავდივართ, დავეძებთ, ვპოულობთ და ვკარგავთ ცხოვრების თნამგზავრს ხალხში, გეძებდი... გიპოვე... და ისევ დაგკარგე, თითქოს – არ იყავი ის კაცი... და ისევ... ფიქრები – აიმღვრა, ნისლები გაქრა და... ცხოვრებაც აირია წამში.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
555
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი ცხოვრება მიდის, ნელია... და ჩემი ტანჯვის გაგება ძნელია ძნელია გიყვარდეს ვინმე გაგიჟებით, მაგრამ ჩემს ტკივილს ვერასდროს ვერ მიხვდებით...
სიყვარულია მუდამ რომ მტანჯავს და ჩემს თვალებში შენ სახელს ქარგავს... ამ ლექსს თან დიდი გრძნობები ახლავს, მაგრამ ამის თქმას აზრიც კი არ აქვს.
მივყვები ცხოვრების დინების კვალს, ვუყურებ მე შენს ცრემლიან თვალს, მაგრამ ეს ცრემლი ეკუთვნის სხვას და ჩემს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
598
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო,
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
651
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია, ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი, ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი უფლის განგებით ჩვენი ბედია, და არც არასდროს და არც არასდროს მე უშენობა არ მინატრია, ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი მკრეხელობაა და ღალატია. მე არ ვიცვლებოდი საუკუნენი ისე მიქროდნენ, ვერც კი ვამჩნევდით ვიცვლიდი სახელს, ზნისა სახეს, და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები, ხან მიწურ ქოხში გითბობდი ვახშამს გელოდი როგორც, ცოლი მორჩილი, ხან სასახლეში გიწვევდი, რაინდს რომ შემებორკე ტრფობის ბორკილით ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე, ხან ვიყავ შენი უარმყოფელი, და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი. და თუ ვცოდავდი ვცოდავდი შენთან, ზოგჯერ შენს გამო, ზოგჯერ კი შენთვის მანკიერება ჩემი ყოველი, შენს პირველ ც
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
638
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
სული ქებული, ვნებული, მაგრამ მაღალი, ღმერთებთან მჯდომი, პატრიოტების მომაქვს კრებული, მშობელ ქვეყნისთვის ყოფილა ომი!!! დაბადებიდან იწყება კვდომა, მაგრამ აქა ვართ, აქა ვიქნებით, სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღდგომა არის იხსენო ხალხთა წიგნებით... არ არის მკვდარი, ვინც მოკვდა ჩვენთვის, ქვეყნის სიცოცხლე აცოცხლებს მასაც, ჩვენი გოდება მათ საფლავთ ერთვის, თუმც დაჰყურებენ ღიმილით ქვასაც... გამახსენდება ...ს აპრილი, ამაღლებულებს ავუნთებ სანთელს, გამახსენდება ყველა დაჭრილი და ვადღეგრძელებ აწ უკვე ჯანმრთელს!!! ახლა კი ლაღად ფრთებგაშლილ არწივს, ვაჟასეული ხოტბა რომ ესმის, დამშვიდებული დედიკო აკვანს რომ არწევს, თავისუფლების ტოტია ფესვის... მაგრამ ვინ ჰხედავს ამ საქმეს დიადს, ...ს წვეთებმა ტყუილად იდინეს? მე მეტირება ამაღამ, ზვიად, დღეს ქართველიც კი საფლავს გიგინებს... ბრძოლის სიმღერა რომ ემღერება და სურს გასწიროს ჩვილს ს
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
570
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ისევ მარტო როგორც ყოველთვის მივდივარ ბილიკზე ვფიქრობ ხალხის ჩემს მიმართ მწარე ტირილზე მარტო წავედი თან წავიგე ჩემი გრძნობები მშვიდად მივდივარ რადგან ვიცი გემახსოვრები
არ მეშინია არც სიკვდილის და არც სიბნელის არც კი ვიდარდებ იქ წასულს თუ მე ვინ მელის მივდივარ ჩუმად თავდახრილი რაგაც საოცრად ვინც კი მნახა მე მიმავალი ყველა გაოცდა
ყველა გაოცდა როცა მნახეს მშვიდად ვიყავი უკვე ვხედავ როგორ იღება დიდი ცის კარი შემოვტრიალდი გემშვიდობებით კარგად იყავით აქ ვერ გამიგეთ ჩემი ადგილი ალბათ იქ არის
ბევრს გავახარებ ბევრიც ღამით ჩუმად იტირებს ძველ ვაზაში ჩემი ვარდები ისევ ტივტივებს ისიც გამხმარა დაჰკარგვია ნაზი ნაკვთებიი მე მოვკვდი ვარდო შენ კი ნეტავ რატომ არ კვდები
ის სილამაზე რაც მე მქონდა გადმოგდებია ჩუმად ვჩურჩულებ თიტქოს სიცოცხლე მომნატრებია მინდა სიცოცხლე ძველი ტკივილი დამვიწყებია მაგრამ წავედი უკან დაბრუნება მართლაც ძნელია
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
565
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
რამდენი დღე გაილია ფიქრით რომ შენ მოხვალ გრძნობა ისევ აირია უნამუსო ხომ ხარ როგორ გენდე და გაგანდე გითხარი რომ გყვარობ შენ დძმაკაცთან მისულხარ ტრაბახობ და ამბობ
გითქვამს თურმე ცალმხრივია ეს ლამაზი გრძნობა პირი რატომ გაგიღია სისულელეს ბოდავ დაგავიწყდა რომ მიტხარი ცხოვრება ხარ ჩემი შენს ძმაკაცთან გითქვამს თურმე არც კი გენატრები
მე ვერ ვხვდები ასე ძლიერ შენ რატომ დაეცი მიდი ახლა ყველას თვალწინ პასუხი გამეცი მიპასუხე რათ გამწირე რატომ დამაცირე ეს კითხვები არ მასვენებს და ვერც მოვიცილე
ვერ მპასუხობ ჩემო კარგო რატომ ნეტა ხვდები მგონი ისევ ეტრფი გრძნობას ისევ ემონები შენი ხელით დაანგრიე გრძნობით სავსე კონა სიყვარული უკვდავია შენ ხომ ასე გეგონა
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
540
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
იყო გოგონა და იყო ბიჩი ღმერთმა საჩუქრად უბოძა ნიჭი ეყვარებოდათ ერთურთი მუდამ ბოროტ ხალხს მათი გაყრა კვლავ სურდათ
მათ ხომ იცოდნენ სიკვდილის გარდა ვერვინ გაყრიდა ამ ორს გზის გაღმა თუმცა სიკვდილი ეწვიათ მაშინ როცა არ ელოდნენ და იყვნენ გზაში
მოტოციკლეტი გზას ღაფავს სწრაფად თუმცა მუხრუჩმა უმტყუნა ამ წამს ბიჭმა შენიშნა თუმცა ის დუმს ნერვიულობა მისი არ სურს
მისცა გოგონას მან დინჯად შლემი ამ საქციელით იგი მას შველის ეჭვი არააქვს გოგონას იმის სატრფოს ხმა რომ მას ბოლოჯერ ესმის
აი გათენდა დღე თითქოს ნათელი და ყვლას აჩვენეს ახალი ამბები მომხდარა ავარია იმ ქუჩის ბოლოს და იქვე იპოვეს მტირალი გოგოც
რომელსაც დასდის ცრემლები ნელა მას ეკარგება სიცოცხლის რწმენა სატრფოს კვლავ ნახავს ამის ხომ სჯერა სიყვარულისთვის ისწავლა ფრენა
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
536
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
შენ არ გეგონოს რომ ვიცინი გულს ეღიმება ნაღვლიანი ვარ მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება მეუბნებიან გაიცინეო სიცილი გიხდება და მეც ვიცინი რადგან საქმეს ასე სჭირდება
ზოგჯერ ვფიქრობ სათამაშოდ ყოფნა ჯობია რომ დარჭირდები ითამაშებენ გაერთობიან თუ ცრემლი მოგდის არვინ მოგხედავს ასე მგონია თოჯინა ტირის რაში ადარდებთ უგულო ჰგონიათ
უსულო საგნად მიმიჩნევენ გამრიყავს ხალხი სოფლის მოსახვევში ჩემსავით მარტო ჩამოდის არხი აეს მაწუხებს თუმცა ხმამაღლა სათქმელად არ ღირს დღემდე მიკვირს ამდენი დარდი გულს როგორ არ ღრღნის
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
580
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
შენ არ იცი მე თუ როგორ მიყვარდი ამ გულში ის გრძნობა მგონი გადარჩა დავშორდეთო შენ გული მომიკალი მაგრამ წყენა ჩემში უკვე არ დარჩა
მიყვარხარო მოხვედი და მითხარი შევრიგდეთო ამ გრძნობების თანახმად გიპასუხე მე რომ გრძნობით ვიწვოდი შენ დასდევდი სხვა გოგოებს კვალდაკვალ
შენ მითხარი გული როგორ მოგილბო დაგიჩოქებ მინდა იყო თამამად იმ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა მაგ სიტყვების გამგონი მე აღარ ვარ
წადი ეხლა ისევ იმას უჩოქე ეგ სიტყვები ვისაც გულზე მოხვდება ძველ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა და შეცდომა მეტჯერ აღარ მოხდება
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
570
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
როცა ქალაქში ღამეა და ყველას სძინავს როცა ირგვლივ არავინაა და მარტო ვზივარ როცა თოვლი ნაზად ბარდნის ფხვიერ მიწას შენზე ფიქრი შემიძლია მხოლოდ იმ წამს
სიყვარულის არ მეჯერეა მაგრამ ახლა ეს უაზრო ფიქრი ჩემში უცბად გაქრა დამიჯერეთ სიმართლეა რადგან მართლა ეს გიჯური სიყვარული მეც გადამხდა
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
540
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ცხოვრება ჩვენთვის მშვენიერია ამას გავიგებთ როცა მოვკვდებით მაგრამ მინდა რომ აზრი გავიგო ასაკთან ერთად რატომ ვიცვლებით
დრო მიდის მიაქ ჩემი ფიქრები აღარ დამისვა ჩვეული კითხვები ასაკსაც მიაქვს შენი სიტყვები გთხოვ დაუკვირდი ხვდები მჭირდები
ჩემს გულში სევდამ დაისადგურა მომავლის იმედი გამინადგურა დაიმახსოვრე ასე არ უნდა შენი სიჩუმით სამყაროც დადუმდა
იქნება მითხრა სიტყვა რომელსაც არმდენი ცლები ტყუილად შევწირე ნუთუ ძნელია ამის წარმოთქმა ძლიერ მიყვარხარ გთხოვ მაპატიე
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
526
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
როდესაც გიჭირს და ვერ უგებ მას მიენდე ყოველთვის შენს მეგობარს გაგიგებს გაგიხსნის გულისკენ გზას და რჩევის სახით შენ მოგაწვდის აზრს
თუ ვინმემ გაგიგო გულის გზა გაგიღო თუ რჩევა მოგცა მან სათადარიგო ზოგჯერ ჯობია მადლი გაიღო მეგობრის რჩევა შენ უნდა გაიგო
მაგრამ თუ მაინც მათ მახე დაგიგეს მეგობრის გარდა შენ ვერავინ გაგიგებს ვინც არ გენდობა არ გინდა გარიყე მეგობრის რჩევით შენ ფიქრი დაიწყე
როდესაც გენდობა ენდობი მას ვერავინ შეძრავს თქვენს ერთობას იცოდე როდესაც უყურებ მას მარტო არ გაივლი ეკლიან გზას
მოვა მწუხარება მოგიტანს სევდას მოვა მონატრება შენს ტვალთან ცრემლად მოვა ემოცია მაგ გულთან დარდით მაშინ გაიხსენებ მეგობარს ნატვრიტ
მოვა მეგობარი გაანდობ ფიქრებს მოვა და გეტყვის საოცარ სიტყვებს მოვა დაგამშვიდებს ტან გულს გაგიხარებს ნამდვილ მეგობრობას ვერავინ დაიბრალებს
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
643
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მე ის ვარ ვინც სიყვარულში აწვალე და ვიღაცა ბ.... ნაშაში გაცვალე მომისმინე იცი ეხლა რას გეტყვი ნამდვილად რომ ნაგვები ხართ კაცები
პატიებას ტყუილას ნუღარ ითხოვ დრო მოვიდა იმისა რომ გაგკიცხონ ჩემს შესახებ არაფერი არ მკითხო შენი ბოდვა მოსაწონი არც იყო
არ მჭირდები თავსაც ნუღარ მაბეზრებ შენს მომავალს ჩემში ნუღარ დაეძებ გაიქეცი ნაშა გოგოს წაჰყევი და ვიღაცის ტრა..... ქნევას აჰყევი
მოკლე კაბის მონად როგორ იქეცი რომ იხილე შინრად გადაიქეცი ჭკუათხელო უნამუსო კაცუნავ მიდი გოგომ ხელი დაგიტკაცუნა
გააკეთე რასაც ის მოგახსენებს აზროვნებას შენ ხომ ვეღარ ახერხებ დაიბადო კაცად ალბათ გრეხიაა ვიზიარებ ეს ხომ შენი ხვედრიააა
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
538
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
შემომხედავ და გაგეღიმება უდარდელია იფიქრებ ამას ერთი შეხედვით შენ ვერ მიხვდები გულის სიღრმეში თუ რამე მზარავს
რადგან არ ვანდობ არავის ტკივილს ვერ მიხვდებიან სული რად წივის რომც გავუმხილო გავუხსნა გული ის მაინც ცალკე დაიწყებს სიცილს
პასუხს ვერ მოსთხოვ რადგან ყველაფერს იგი უყურებს ფერად ფერებში მას არ ქონია რთული პრობლემა და იხლართება ბავშურ ფიქრებში
ჯობია ნელა შეავლო თვალი სასტიკ ცხოვრებას და შეეჩვიო ვიდზრე ღრუბლიდან მტკიცე მიწაზე ისე დაეცე ვერ შეამჩნიო
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
555
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მაპატიე ვიცი აღარ გენატრები გაილია ის გრღნობები ნაზი გრძნობა იმ ყველაფრის ნაცვლად გულში ხინჯად დამრჩა ამ ყვავილა ფოთლები და გირჩთა გროვა
როცა ხელში ავიგებ ყვავილთა ფოთლებს მისი სუნი შევიგრძენი გული ვთრთოლავს იმ ძველ გრზნობას ნაზ სიყვარულს გეფიცები შენი კეთილდღეობისთვის ვიწყებ ლოცვას
მე მივდივარ შენ იცოცხლებ ჩემზე დიდხანს და სხვის გულში ჩემს კუნჭულსში როცა მნახავ მიხვდები რომ გული ისე აგარ ფეთქავს შენ სხვა გიყვარს და შენც უკვე ვიღაც სხვა ხარ
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
538
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის ტვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს
შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა წვეთია და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია
სანთელს შეხედე ისც კი ტირის რომ იღვენტება ან რატომ რისთვის ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს თავდავიწყებით ყველგან და მუდამ
ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
634
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
სადაც არ ვიყო მუდამ შენ რათ მენატრები გზები გაგვეყო მაგრამ დამდევს შენი ლანდები როცა დამტოვე ნეტავ მაშინ როგორ გადავრჩი აღარ მიყვარხარ როცა მინდოდი მაშინ არ დარჩი ისევ ვიხსენებ იმ დღეებს ლამაზ ალიონს აღარ მინდა ჩემი ცხოვრება სევდამ არიოს ჩემს გულში დარდმა ისევ დაისადგურა შენმა სიკვდილმა მომავლის იმედი გამინადგურა აღარ მინდა წარსულს ნუღარ მახსენებ თორემ ამ ბაგეს ისევ ცრემლი ასველებს რატომღაც მსურს რომ შენს ბაგეს შევხედო ბოლოჯერ გაკოცო ლამაზ თუჩზე და აღარ შევეხო ოხ ეს წარსული მძიმე იარად რატომ დამემჩნა ან ეს ცხოვრება მე უსუსურს ნეტავ რას მერჩდა აღარ მიყვარხარ და ეს ტკივილი გადავიტანე აგარ გამახსენო გეხვეწები თორემ ვინანებ
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
583
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
დავდივარ ქუჩაში მარტო ეული ამ ტკივილისგან გადარეული ერთი ფიქრი მაქვს რატომღაც თავში იქნებ ავდგე და გადავხტე წყალში
როცა გაიგებ იქნებ ინანო და ეგ თვალებიც რომ დაინამო რაგას მიშველი პატარავ მაშინ როცა მინდოდი გამცვალე სხვაში
წახვედი მაგრამ ისევ ხარ ჩემთან რადგან ეს გული მოგყვება ყველგან მიყვარდი მაგრად ქარში თუ დარში მაგრამ ოცნება დაიმსხვრა წამში
წამში დამთავრდა რაც მქონდა გრძნობად სიყვარულისთვის მომიხდა ბრძოლა ბრძოლა წავაგე დავმარცხდი ომში შენი სიტყვები ჩამესმის ყურში
ოცნება რომელიც მე გულში მქონდა თურმე ამასაც აზრი არ ქონდა უშენოდ თავი ძნელად გამქონდა რადგან ეს გული მხოლოდ შენ გქონდა
ისევ გავყვები ბნელ ქუჩებს ქარში რომ შემეჩეხო რომ მომხვდე თვალში რომ დაგინახო სულ სხვასთან გზაში და რომ დავიწვა გრძნობებით წყალში
აი გათენდა დღე ასე მკაცრი მგონი ბუნებაც მე მიდგას მხარში ირგვლივ წვიმაა ქარბუქი ავი მე გადავხტები ამ მდორე წყალში
რადგან დ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
700
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მე არ გიცნობ მაგრამ მაინც მიყვარხარ არც კი გკითხავ ვისი ხარ ან ვინა ხარ მე უბრალოდ სულ შორიდან გიყურებ შემიყვარდი და თავსაც არ ვიტყუებ მე რატომღაც მომწონს შენი სიჩუმე და თვალებით წარმოთქმული სიტყვები დამიჯერე უსასრულოდ მიყვარხარ და სიკვდილის დღემდე ასე ვიქნები ისევ ვხედავ ამ ქუჩებს ავდარიანს ისევ გნატრობ ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ და ამის თქმას მე არ ვნანობ კიდევ ჩვენზე ბევრ ოცნებეს გაგანდობ მე შენ გეტყვი რაც აქამდე არ მითქვამს არვიცი შენ ამას როგორ აღიქვამ მაგრამ მაინც ბევრი ცრემლი დავღვარე და ფიქრები ჩემი მე შენ გაგანდე დაიბენი არ იცოდი რა გეთქვა გულის დარდი ჩემთვის როგორ წაგერთვა მაგრამ მაინც პირდაპირი პასუხით ჩემი გული დაიპყარი ვარ სუსტი და მე ამას წამითაც კი არ ვნანობ ამდენი არ მიტანჯია ამაოდ ჩვენ ხომ ახლა გულით ერთნი ვართ კარგო სიყვარული არ მინდა რომ დავკარგო
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
584
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მე მომღიმარი ვეღარ ვიქნები რადგან მიზეზი გამიქრა ამის ხალხი ვერ მიგებს მხოლოდ მჩორავენ იმედი დამრჩა მხოლოდ ამ ღამის
მან ხომ იცის რომ გული სუფთა მაქვს ეს გული მხოლოდ ეკუთვნის იმას ვისთან ერთადაც ვეღარ ვიქნები ფიქრს გავაყოლებ მე მასზე ნიავს
მე მას წასვლის წინ ფიქრი გავანდე ვთხოვე რომ ჩუმად შეეხოს იმას ვისი დანახვაც ვერ მოვასწარი რაც მირჩევნოდა ნათელ დღეს მზიანს
ალბათ ოდესმე ვნახავთ ერთმანეთს ალბათ გვექნება ჩაგარა თმები მაშინ თვალიდან ცრემი წამოვა ტკივილს გადმოვცემ ამ ჩუმი ლექსით
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
584
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
შენ დაიბადე, იყავ ქართველი, შენი თავის და ქვეყნის მმართველი, დღეს ღმერთი იყოს შენი მფარველი, შენი გმირობით შენ თქვი სათქმელი!
შენი მიწისთვის, შენი წყალისთვის, შენი ქვეყნის და შენი თავისთვის, შენ დაიღუპე გმირულად ველზე, ვხედავ დიდ ტკივილს შენს დედის ცრემლზე!
მე ვხედავ ირგვლივ გმირებთა საფლავს, რომელსაც ზეცით იესო ფარავთ, საფლავის ირგვლივ გმირებთა მშობლებს, თვალიდან ცრემლი, ცრემლი ცრემლს მოსდევს...
ცრემლი ტკივილის ეხება ბაგეს, რომელიც დასდის ანგელოზს სახეს, ეს არის ცოლი... ის ნაზი ქალი, რომელმაც ტირილით მოიკლა თავი!
როცა იხილა სხეული მკვდარი, რომელმაც შესწირა სამშობლოს თავი, მან მიატოვა ცხოვრება მკაცრი, და ვერ გაიგო შვილების ფასი!
რატომ აღმოჩნდა ცხოვრება ფარსი? რამდენი გაწირა ამ გმირის მსგავსი? ღმერთო... რად მიგყავს კეთილი ხალხი? არა! ცხოვრების არ მესმის არსი...
შენ ღვარე ..., ოჯახმა ცრემლი, შენი საფლავის ქვა არ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
746
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
სულ ბრძოლა, ბრძოლა, გამუდმებით უცხო ჭიდილი, შინ ხარ თუ გარეთ მოდუნების არ გაქვს უფლება. ან, უნდა თქვა!.. და აღიმართოს ათასი ძალა, ან, ჩუმი სვლებით იმოქმედო, ისე - უთქმელად.
რამეს აკეთებ, პასუხს გთხოვენ - "რას", "რატომ", "როგორ", ყოველ ნაბიჯზე ეკლებივით გებლანდებიან. ასჯერ გაზომავ, ერთხელ გასჭრი?! - ამას ვინ გაცლის, "სულსწრაფობა" და "მომსწრეობა" იქცა გენიად.
დრო უდროობას ჩივის ისევ, არ სჩანს საშველი ყველა თავისკენ ქაჩავს ვიწრო საბნის კიდეებს, ყველას სურზს "ზენიტს" მიაღწიოს , მაგრამ არავინ არ ეძიება ცად აღმავალ ვიწრო კიბეებს.
ყველას ნახტომით უნდა მისვლა დათქმულ მიზნისკენ, ზოგი ერთმანეთს აბიჯებს და უმიზნოდ ხტება, და ავიწყდებათ "უსაძირკვლოს" ნიავიც მოსწყვეტს, ის, რაც ადვილად მიიღწევა ადრევე ქრება.
სულ ბრძოლა, ბრძოლა,გამუდმებით უხმო ჭიდილი, ნიღაბ აკრულებს ჰკითხო ვინ ხარ? - არ გაქვს უფლება. გადაიღალა სული ბრძოლით, დავით, დარაბით... სად ჰპ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
575
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
559
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
648
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ცოტა დრო რომ კიდევ მქონდეს ალბათ გეტყვი მოდი ეს ცხოვრება მტავრდებოდა შენს სიყვარულს ვთმობდი
თითქოს სადღაც უკუნეთში დავინახე შუქი აირია ყველაფერი და ცხოვრება გახდა მუქი
მე ნელ ნელა ვამთავრებდი სიცოცხლის ამ გზას შენ კი გამიუცხოვრი და დაემსგავსე ქარს
მოხვიდოდი შენ უეცრად მევლებოდი თავს და მეც ხშირად გიხსენებდი შევყურევბდი გზას
მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ილეოდა დრო და შენნთვის რომ დამეძახა აგარ მქონდა შნო
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
551
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ისევ ცუდი ფიქრი დამსდევს ავიკიდე ბნელი ზრახვა ისევ მინდა ვიქცე ლანდად ამ ცრემლების გამოსახვა ისევ მინდა ბნელ ქუჩებში ხეტიალით გაქრეს დარდი რავქნა ჩემდა უნებურად მე უსაზგვროდ შემიყვარდი
ზოგჯერ მინდა გავქრე ნისლში გავიფანტო მე ლურჯ ცაზე იცი ადრე ფიცი დავდე რომ არასდროს გაგცვლი სხვაზე მაგრამ რატომ ნეტავ რატომ ჩევნ გვაშორებს ეს მანძილი სწორედ ეს ვერ ამოვხსენი და გონს მირევს მე აჩრდილი
რა სურს ჩემგან რად არ მტოვებს შავებში ჩაცმული ქალი სულ რაღაცას ჩამჩურჩულებს და ფიქრებიც მომდის ავი ისევ მინდა ბნელ ქუჩებში ხეტიალით გაქრეს დარდი თუმცა ჩემდა უნებურად სიგიჯემდე შემიყვარდი
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
586
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა...გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
609
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ, წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს! შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი, აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს! სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე, აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით, შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე! ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით. გულს მახვევია კავკასიის მტების ნისლივით, მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება; მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში, მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება! თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს, დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს, კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი, გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს. ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი, ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს, სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა, მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს. დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე, მე სანთლით ხელში შემოვი
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
600
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული – რომელი საათია? რომელი საათია? ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება? რომელი საათია? რომელი საათია? სამის, შეიძლება, არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე – რომელი საათია? რომელი საათია? ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, - რომელი საათია? რომელი საათია? ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია? იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!” ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე – რომელი საათია?
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
576
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
571
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მინდა ჩაგიხუტო მაგრად, მინდა რაღაც გითხრა ყურში, მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.
ისევ მომენატრე ძლიერ, ისევ ამედევნე ფიქრად ჩუმად გელოდები მაგრამ, ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად.
ვიცი უშენობა მომკლავს, ვიცი დავიღვრები ცრემლად, მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი და ფიქრებს მოვყავარ შენთან
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
569
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მოყევი სიტყვებით მოყევი ფრაზებით მოყევი უჩუმრად მალული აზრებით აიღე ფურცელი გაავლე ხაზები რაიყო თამამად კიარ გიბრაზდები
დახატე ის რასაც შენ გული გკარნახობს დამალე ფურცელი უცხომ რომ არ ნახოს რაიცი რას იტყვის იქნებ ვერ გაიგოს იქნებ მოეწონოს და თანაც წაიღოს
აიღე ფურცელი და გულთან დამალე ამ სიტყვებს ნუ ელი იჩქარე თან მალე რომ მნახავ უჩუმრად უსიტყვოდ მომეცი ნუ მეტყვი ახლავე პასუხი გამეცი
მაცადე გავიგო ჩემს გულში გავივლო გრდზნობები რომელიც ფურცელზე დახატე მაგრამ შენ გულმა უჩუმრად გაგიგო და გიტხრა გრდზნობები სათუთად დამალე
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
584
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
| |
| |
 | |  |
|
| ძებნა |
|
 |
| კალენდარი |
|
 |
| ჩანაწერების არქივი |
|
 |
| საიტის მეგობრები |
|
 |
|