შენი წასვლიდან ოთხიოდე წუთი გავიდა. ვრჩები განცდებთან, _ “ სხვათა შორის” რომ დამიტოვე. იქნება ღირდეს, რომ დავიწყოთ ისევ თავიდან _ ის ”ყველაფერი” დამთანხმდები, _ იმედს ვიტოვებ. არ მკითხავ ალბათ, გაკვირვებით ”ყველაფრის” ამბავს. რა განცდებზეა საუბარი, _ არ მომთხოვ პასუხს, ღიმილთან ერთად, როცა თვალებს მალულად ნაბავ. რა შუაშია ეგ სიმკაცრე,_ რაც გულით არ გსურს? სუნამოს სუნი ვერ განდევნა თამბაქოს ბოლმა, თვალს ვერ ვაშორებ დახეულ თაბახს,_ აქა ხარ თითქოს, თუ დავისწავლეთ ამ სიშორის ყადრი ჩევნ ორმა, ბევრ რაღაცაზე უარს ვიტყვით,_ მე ასე ვფიქრობ. ქრება მირაჟი, _ სინამდვილე მუშტებს მიღერებს ყელში ბურთად რომ გამჩხერია_ ევას ვაშლივით, დახეულ თაბახს მიტმასნია ჩემი სიმკაცრე, თვალებს მიწკურავს... ვუწითლდები მორცხვი ბავშვივით. თითქმის საათი გასულია შენი წასვლიდან, სუნამო მაინც ვერ განდევნა თუთუნის ბოლმა. არ არის ძნელი, რომ დავიწყოთ ისევ თავიდან_ ის ”ყველაფერი”... თუ მოვრიგდით მე და შენ _ ორმა
|