მთავარი
 
167 SKOLA 4EVERოთხშაბათი, 2026-04-15, 1:24 AM



მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
>>>ქართული ფილმები<<< [48]
>>>უცხოური ფილმები<<< [157]
>>>ვიდეოები<<< [27]
>>>ანიმაციები<<< [34]
>>>თამაშები<<< [11]
ლექსები [120]
მუსიკა [6]
სადღეგრძელო [35]
ბოევიკები [1]
ფანტასტიკა [6]
პრიკოლები [6]
უჟასები [9]
დრამა [6]
ჩხუბი წესების გარეშე [7]
PRISON BREACK გაქცევა1 2 3 4 სეზონი [7]
LOST დაკარგულები 1 2 3 და 4 სეზონი [6]
BRIGADA ბრიგადა [1]
ნაცნობი [6]
ვა ბანკი [7]
სიცილის ზონა [8]
პროფილი [16]
კლაბ შოუ [8]
კომედი შოუ [17]
ვანოს შოუ [6]
პროგრამები შენი კომპიუტერისთვის [89]
Download თამაშები [14]
2009 წლის ფილმები მხოლოდ აქ ჩვენთან [5]
იუმორინა 2008 [1]
ევროვიზია2009 [5]
ინდური ფილმები [11]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 144

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » იანვარი » 9 » მთაწმინდის მთვარე
5:46 PM
მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
ნანახია: 654 | დაამატა: 167skola | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2026
Website builder - uCoz