| სექციის კატეგორიები |
|
 |
| მინი-ჩეთი |
|
|
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
|
 | |  |
| მთავარი » 2009 » იანვარი » 9 » წუხელ დამესიზმრე შავი ტანსაცმელით...
5:07 PM წუხელ დამესიზმრე შავი ტანსაცმელით... |
წუხელ დამესიზმრე შავი ტანსაცმელით... უხდებათ... ცრემლები კუბოსთან ყვავილებს... უკან აკრეფილი თმებით – გასაშლელით გიხდება... როდესაც შენ ტირილს აპირებ... . იცი? - ეს სიზმარი ჯერ არ ამხდენია, თითზე შემრჩენია ფეფრფლი სიგარეტის... გარეთ დაქანცული იდგა გამთენია შუბლზე მიბჯენილი ნამგალა მთვარეთი . მგონი გაიხსენე შენ უკვე ის დრო და სიცხით გათანგულის ჩახსნილი საკინძე... გულაღმა ვეგდე და არავინ მინდოდა შენ კი დაბზარული გული დამაფიცე . რომ არ დავხუჭავდი თვალებს არგახელით არ შეგატოვებდი დროს განმარტოებით... შენ რომ არ ჩაგეცვა შავი ტანსაცმელი - მე დავრჩი... და შენ კი წახვედი... დროებით... . მძევლად დაუტოვე სახეს განშორება როგორც გაფითრებულ გვამების ვიზაჟი... იცი? – სიყვარულიც მალე აშმორდება თუკი არ გაყინე... ან ჩადე მიწაში! . წუხელ კი... კუბო იდო ოთხად მოკეცილი და მასში ხელები მეცნო გაცილებით... თითებიც ვიცანი გულთან მოკრეფილი ნერვიულობისგან დაჭმული ფრჩხილებით . ასე ნერვიული მქონდა დაბადებაც ისე მიტაცებდა გზა მოუსვენარი... უკვე აღარ მინდა წარსულს გადავხედო ჩემს თავს შევხედო და ვთქვა – ცოტა ვერ არი! . დაბადებიდანვე დარდი გამჩენია – მომყოლი იყო და არაფრით მომცილდა... მერე სიყვარულის ბუშტი გამსკდენია და ყველა მიყვარდა ვისაც კი ვკოცნიდი . წუხელ კი... ვიცანი დაჭმული ფრჩხილები გულიც, დანაბზარი და დანაფიცარი... თვალში სიმყუდროვედ ახლაც მეჩხირება ოთხად მოკეცილი ოთხივე ფიცარი... . ქვითინით მოჰქონდათ დარდი გასაცვლელი - წრეზე მოდიოდნენ კაცები... ქალები... იცი? – გიხდებოდა შავი ტანსაცმელი... ვიცი – მიხდებოდა მე გარდაცვალება... . კიდევ გიხდებოდა ღაწვი ნაწვიმარი და პანაშვიდები მას ვნებით კოცნიდნენ... მინდოდა ვინმესთვის მეთქვა სამძიმარი ვდარდობდი დარდების გადახდილ ქორწილზე...
ვბერდები, ანდა თავს ვიბერებ ნამეტანს რომ ხელი იმ დროებს არავინ არ ახლოს! მე აღარ მჭირდება ის თეთრი კარეტა, ვერც ბედნიერებას ამოვთხრი დამარხულს... . იცი? - განშორება ამის ჩამდენია... ზურგით მოვტრიალდი... პირდაპირ წავედი... უკან თავმოკლული ეგდო გამთენია შუბლში გარჭობილი ნამგალა მთვარეთი
|
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 562 |
დაამატა: 167skola
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
 | |  |
|
| ძებნა |
|
 |
| კალენდარი |
|
 |
| ჩანაწერების არქივი |
|
 |
| საიტის მეგობრები |
|
 |
|