| მთავარი » 2009 » იანვარი » 9 » შენ დაიბადე, იყავ ქართველი,
4:25 PM შენ დაიბადე, იყავ ქართველი, |
შენ დაიბადე, იყავ ქართველი, შენი თავის და ქვეყნის მმართველი, დღეს ღმერთი იყოს შენი მფარველი, შენი გმირობით შენ თქვი სათქმელი!
შენი მიწისთვის, შენი წყალისთვის, შენი ქვეყნის და შენი თავისთვის, შენ დაიღუპე გმირულად ველზე, ვხედავ დიდ ტკივილს შენს დედის ცრემლზე!
მე ვხედავ ირგვლივ გმირებთა საფლავს, რომელსაც ზეცით იესო ფარავთ, საფლავის ირგვლივ გმირებთა მშობლებს, თვალიდან ცრემლი, ცრემლი ცრემლს მოსდევს...
ცრემლი ტკივილის ეხება ბაგეს, რომელიც დასდის ანგელოზს სახეს, ეს არის ცოლი... ის ნაზი ქალი, რომელმაც ტირილით მოიკლა თავი!
როცა იხილა სხეული მკვდარი, რომელმაც შესწირა სამშობლოს თავი, მან მიატოვა ცხოვრება მკაცრი, და ვერ გაიგო შვილების ფასი!
რატომ აღმოჩნდა ცხოვრება ფარსი? რამდენი გაწირა ამ გმირის მსგავსი? ღმერთო... რად მიგყავს კეთილი ხალხი? არა! ცხოვრების არ მესმის არსი...
შენ ღვარე ..., ოჯახმა ცრემლი, შენი საფლავის ქვა არის სველი, შენ განვლე გზები მოკლე და ნელი, უშენოდ ყოფნა ყოფილა ძნელი...
შენ შენს ქვეყანას შესწირე თავი, დღეს შენი ბედი ყოფილა ავი, შენ შენიანებს ჩააცვი შავი, შენთან მოვიდა სამოთხის ნავი!!!
შენი გმირობით და თავდადებით, დღეს ქართველები ფეხზე დავდექით, ჩვენი ლოცვით და ღმერთის ნებით, ჩვენ ქართველები ვერთიანდებით!
გვემახსოვრება ჩვენ შენი საქმე, შენ ჩვენი მტრები ტყვიებით დაგმე!!! ჩვენ აღარ დავღვრით სისხლს ამის მეტს, შენს ამაღლებას ჩვენ შევთხოვთ ღმერთს...
მუხლებზე დგომით ჩვენ ვიწყებთ ლოცვას, გადარჩენისთვის ვაპირებთ ბრძოლას, აღარ მოვითმენთ ქართველის სიკვდილს, რუსების თვალწინ დავიწყებთ სიცილს.
მტერს არ ვაჩვენოთ რომ შეგვარყია, ვერ დაგვაჩოქებს ვერაფლის ფასად, ჩვენი ძალა ხომ ერთობაშია, ერთიანობით უფრო წინ წავალთ.
დაბრკოლებები ვის არ ქონია, გაუმკლავდებით იცოდეთ ამას, მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ, ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...
ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა, თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა, თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა, თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!!
|
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 747 |
დაამატა: 167skola
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |