მიტოვებული წარსულის ჩრდილებს ავედევნები
და ჩემს სულისთქმას ზეცას გავანდობ
სისხლით შეღებილს,
მე დავიღლები ყვავილების ჩუმი ალერსით
და გაზაფხულის გულის ფეთქვით მე დავმშვენდები.
სიომ აფრქვია მარგალიტები ნუშის ყვავილებს,
მზემ კი სხივების `სარაბანდა~ გამოაბრწყინა,
ღამეს კი ველი მთებში დაკარგულს
და ლურჯ ქარავნებს ცრემლებით ვდევნი.
|