ჩემი სიზმრებით წარსულს ვშორდები
და ვეახლები მთვარეს მინორულს,
დავესესხები წვიმას სიყვარულს,
რომ დამასველოს უგონო სითბომ...
მერე არ ვიცი, გაქრება ალბათ
თეთრი ზმანება სულ, რომ თან დამდევს,
სისხლში იფეთქებს კვლავ გაზაფხული
და გაცოცხლდება სიტყვა უთქმელი,
უხმო ცრემლებით აივსებიან ნაზი ამბორით
ვარდის ფურცლები...
|