მე მივყვები ჩემი სულის ლანდებს,
მზის ტალღები ალმურს შემომაფრქვევს,
მოვერცხლილი, ლურჯი ქარავანი გამიტაცებს
სიყვარულით დაჭრილს
და ბნელეთში სისხლით განათდება დავრდომილი
პოეტური მუზა...
სული ითხოვს უსაშველოდ შველას,
მზე კი ისევ ცხელ ტალღების რწევას,
ცივი მთვარე გამალებით მზერას,
ბნელეთში კი აღარ მეფერება ცხელი სისხლით
გათელილი ვნება.
|