ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე, დილით ყვავილი გეალერსება, ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს.
წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ და შენი სევდა ისე დიდია, გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა, ის რაც გინახავს, ან განგიცდია.
ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს, განმარტოებით დგახარ სრულებით და დაგროვილი სევდა სულიდან გეღვრება, როგორც ნაკადულები.
სულ რომ გვაქციო ზურგი ამაყად, ან მოეფარო შორეთს ბინდიანს, იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ, მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია.
ტანზე სამოსიც შემოგძარცვია, მთაო გალავნად წამომართულო, შენ ჟამმა,თითქოს ბერად გაგცია და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
|