სანაპიროს მარტოდ მდგარი,
ელის ღამის `კარნავალს~,
ღელვით ქარი მიმოაბნევს
ლურჯი ზღვების გალავანს.
სულის თრთოლვას ემატება
ჩქარი რიტმის ძალები,
`ტოკატა~ და `ტარანტელა~,
ბობოქარი ზარები...
ამოუცნობ ლანდებს ებრძვის
გამალებით გონება,
ნეტავ როდის დასრულდება
უსასრულო გოდება.
|