დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში, შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა! თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში - ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
|