| სექციის კატეგორიები |
|
 |
| მინი-ჩეთი |
|
|
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
|
 | |  |
| მთავარი » ლექსები
სულ ბრძოლა, ბრძოლა, გამუდმებით უცხო ჭიდილი, შინ ხარ თუ გარეთ მოდუნების არ გაქვს უფლება. ან, უნდა თქვა!.. და აღიმართოს ათასი ძალა, ან, ჩუმი სვლებით იმოქმედო, ისე - უთქმელად.
რამეს აკეთებ, პასუხს გთხოვენ - "რას", "რატომ", "როგორ", ყოველ ნაბიჯზე ეკლებივით გებლანდებიან. ასჯერ გაზომავ, ერთხელ გასჭრი?! - ამას ვინ გაცლის, "სულსწრაფობა" და "მომსწრეობა" იქცა გენიად.
დრო უდროობას ჩივის ისევ, არ სჩანს საშველი ყველა თავისკენ ქაჩავს ვიწრო საბნის კიდეებს, ყველას სურზს "ზენიტს" მიაღწიოს , მაგრამ არავინ არ ეძიება ცად აღმავალ ვიწრო კიბეებს.
ყველას ნახტომით უნდა მისვლა დათქმულ მიზნისკენ, ზოგი ერთმანეთს აბიჯებს და უმიზნოდ ხტება, და ავიწყდებათ "უსაძირკვლოს" ნიავიც მოსწყვეტს, ის, რაც ადვილად მიიღწევა ადრევე ქრება.
სულ ბრძოლა, ბრძოლა,გამუდმებით უხმო ჭიდილი, ნიღაბ აკრულებს ჰკითხო ვინ ხარ? - არ გაქვს უფლება. გადაიღალა სული ბრძოლით, დავით, დარაბით... სად ჰპ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
574
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
648
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ცოტა დრო რომ კიდევ მქონდეს ალბათ გეტყვი მოდი ეს ცხოვრება მტავრდებოდა შენს სიყვარულს ვთმობდი
თითქოს სადღაც უკუნეთში დავინახე შუქი აირია ყველაფერი და ცხოვრება გახდა მუქი
მე ნელ ნელა ვამთავრებდი სიცოცხლის ამ გზას შენ კი გამიუცხოვრი და დაემსგავსე ქარს
მოხვიდოდი შენ უეცრად მევლებოდი თავს და მეც ხშირად გიხსენებდი შევყურევბდი გზას
მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ილეოდა დრო და შენნთვის რომ დამეძახა აგარ მქონდა შნო
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
550
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ისევ ცუდი ფიქრი დამსდევს ავიკიდე ბნელი ზრახვა ისევ მინდა ვიქცე ლანდად ამ ცრემლების გამოსახვა ისევ მინდა ბნელ ქუჩებში ხეტიალით გაქრეს დარდი რავქნა ჩემდა უნებურად მე უსაზგვროდ შემიყვარდი
ზოგჯერ მინდა გავქრე ნისლში გავიფანტო მე ლურჯ ცაზე იცი ადრე ფიცი დავდე რომ არასდროს გაგცვლი სხვაზე მაგრამ რატომ ნეტავ რატომ ჩევნ გვაშორებს ეს მანძილი სწორედ ეს ვერ ამოვხსენი და გონს მირევს მე აჩრდილი
რა სურს ჩემგან რად არ მტოვებს შავებში ჩაცმული ქალი სულ რაღაცას ჩამჩურჩულებს და ფიქრებიც მომდის ავი ისევ მინდა ბნელ ქუჩებში ხეტიალით გაქრეს დარდი თუმცა ჩემდა უნებურად სიგიჯემდე შემიყვარდი
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
557
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
586
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა...გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
608
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ, წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს! შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი, აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს! სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე, აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით, შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე! ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით. გულს მახვევია კავკასიის მტების ნისლივით, მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება; მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში, მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება! თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს, დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს, კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი, გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს. ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი, ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს, სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა, მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს. დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე, მე სანთლით ხელში შემოვი
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
599
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული – რომელი საათია? რომელი საათია? ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება? რომელი საათია? რომელი საათია? სამის, შეიძლება, არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე – რომელი საათია? რომელი საათია? ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, - რომელი საათია? რომელი საათია? ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია? იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!” ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე – რომელი საათია?
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
576
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
571
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
| |
| |
 | |  |
|
| ძებნა |
|
 |
| კალენდარი |
| « აპრილი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
| ჩანაწერების არქივი |
|
 |
| საიტის მეგობრები |
|
 |
|