| სექციის კატეგორიები |
|
 |
| მინი-ჩეთი |
|
|
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
|
 | |  |
| მთავარი » ლექსები
გარეთ წვიმს,წვიმა ეფერება ფოთლებს ნამიანს ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...
წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...
ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს ...მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც
სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს და ჩემს ტკივილსაც მხოლოდ წვიმა თუ გააყუჩებს....
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
589
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
თუ კი ოდესმე მოგენატრები, და თუ ოდესმე თავს მარტოდ იგრძნობ, მე მოვალ შენთან ჩქარი ნაბიჯით, გრძნობით ავსებულ სითბოს გაგიყოფ,
ცხელ ცრემლებს მოგწმენდ ლურჯი თვალიდან, პატარა ხელებს ნაზად გაგითბობ, შუბლზე გაკოცებ როგორც პატარას, ჩაგეხუტები და გულს გაგილღობ..
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
644
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
არ გიყვარვარო! – ვეღარ მეტყვი ცილისწამებით, თავადაც ხედავ, საკუთარ თავს მტრად რომ ვექეცი, რომ შენზე ფიქრში თენებით და შემოღამებით ჩემსავე სხეულს სუნთქვასავით გამოვექეცი. ვერ მეტყვი, რომ შენს მოძულესთან დავალ მოყვრებით, რომ შენს მოშურნეს თვალთმაქცური ჟინით ვხლებივარ, რომ მორჩილების კვნესითა და ამოოხრებით შენს სისასტიკეს ერთხელ მაინც შევბრძოლებივარ. ვერ მეტყვი – თითქოს საკუთარ თავს ვუმზერ პატივით, რომ შენს სამსახურს არ მივიჩნევ მე ჩემს ღირსებად, რომ შენი მზერა არ მიზიდავს ანდამატივით და სიყვარული გადამექცა გასაძლისებად. მაგრამ შენ გიყვარს ის, ვინც ცხადად ხედავს შენს ცოდვებს, მე კი სიბრმავე ბედისწერის სასჯელად მომდევს.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
592
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
განვედ სატანავ! რადგანაც კეთილს აეკიდა შენი ზმანება, შორით მოხიბლულს სინატიფე მე მეზმანება. დაე, დამდაგოს მწუხარების ცივმა ცრემლებმა და მომაქციონ მარწუხებში შენმა ხელებმა!
მე ვეღარაფერს ვერ მოგიძღვნი ჩემი გულიდან, რადგან ეს სიტყვაც დავისესხე გაზაფხულიდან, როგორც საუნჯე გაძარცვული დავრჩი სავანე და ...მიწის შუაგულში მარტო ვდგავარ მე.
როცა იცვლება ბუნებრივი პალიტრა ფერთა, მაშინ ინთება კაეშანი გარდასულ დღეთა, სული მძვინვარე სისპეტაკეს შენს გვერდით კარგავს, მე შენი სახით დამონებულს არარა მჩაგრავს.
როგორც საუნჯე გაძარცვული დავრჩი სავანე და ...მიწის შუაგულში აღარ ვდგავარ მე.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
669
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
|
მოდით და შევსვათ სადღეგრდზელო სიყვარულისა რომელიც არის სადღაც გუში ჩუმად მალული მას გაუმარჯოს გავუფრთხილდეთ გრდზნობას სათუთსა და ამ გრძნობისა შევსვათ ამაყად ვით სასწაული
გთხოვთ მომიტანეთ განსხვავებული მინდა დავლიო ჩუმად ვიძახი არ შემიძლია ბევრის ატანა ისევ ჯიუტად ვიმეორებ ღვინო დამისხით მე დავცლი ჩიქას ვერ შემაჩერებს ბნელი სატანაც
ხელში მიჩირავს განსხვავებული სავსე სასმისი და სიტყვებს ვამბობ ჩემს სიყვარულზე მინდა დავლიო მუდამ ეცოცხლოს ამ ლამაზ გრძნობას პატარა გულში გზას უნათებდეს თან შესცქეროდეს გამით ლამპიონს
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
545
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
გახსენით ფარდა, ნუთუ ჩემს გარდა, სხვებიც თამაშობს ამ პიესაში ვინმე სხვაცაა? ვინაა ვარდი, ან ვინ ანაშობს, ვინ სერაფიტას მწვანე ზღვაცაა...
გადამეკლაკნა სულში ობობა, მთელი ცხოვრება მსახიობობა?...
თუ თეატრია მთელი სამყარო, პერსონაჟები ჩვენა ვართ მაში, მაშ ხომ ყვავილნი უნდა მაყარო, ღმერთო, მითხარი, სადაა ტაში?!
თუ ცხოვრების გზის ჩვენ ვართ მხატვრები, და კიბეები, ჩვენი, ხატია, მაშინ ეულად როცა დავთვრები ისიც ხომ ჩემი დასახატია? -თურმე ვყოფილვარ ცერბერი, მითრა, მათ აღსაწერად მინდა მონობა, რატომ არაა ღმერთო პალიტრა? ხალხს დავანახო მე დრაკონობა...
მინდოდა მხოლოდ ლექსების წერა, და არაფერი მე ამის გარდა, მე გადავწყვიტე ფანქრით მეწერა, ცხოვრებას ვიწყებ, გახსენით ფარდა!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
578
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
არ გამიმართლა ცხოვრებაში, გავჩნდი და ვკვდები. ხან ფრთები მადგას ანგელოზის, ხან კიდევ რქები, ყურს აღარ ვუგდებ რას ამბობენ ამაზე სხვები, მე ხომ ისედაც სულ ყველაფერს ნელ-ნელა ვხვდები.
მიექანება ცხოვრება ჩემი სიზმრისკენ თითქოს და ეს სიზმარივიცი, სულაც არ არის კარგი, ცუდი ძაფებით შევიკერე სულის სამოსი, ხასიათისაც ალბათ ცუდი ავიღე თარგი.
დანაცრებულა გულში ცეცხლი მომდევნო წამის, გარეთ კი ჩუმად სილამაზე, ყვავილი ყვავის, ბევრჯერ ვეცადე აღმედგინა ჩემს სულში ბზარი როცა მესმოდა როგორ რეკდა ტაძარში ზარი.
უგნურებაა იმისი თქმა რასაც განვიცდი, მაგრამ ვერ ვუძლებ მე და გტოვებთ, ვტოვებ ცხოვრებას. ადამიანი მაშინ კვდება, როცა ატყუებს თან სხვას კი არა, თვით საკუთარ გულს და გონებას.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
579
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
ს იმ ადამიანს გაუმარჯოს< ვისი ცხოვრების გზა შვეულია< ვისაც არასოდეს გაუმართლა მაინც სიხარული შეუძლია . ვისაც იმედები პურად ჰყოფნის ვინც ამ ქვეყანაზე ეულია ვისაც სიყვარულით უარყოფილს სხვისი სიყვარული შეუძლია ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს ვისა ცხოვრების გზაც მწუხარეა ვისაც არასოდეს ეღიმება სხვისი ღიმილი კი უხარია ვისაც შეუძლია ატირება მზით და სიკეთით მდიდარია დიდი შეცდომების პატიება ვისაც ერთსულოვნად შეუძლია .
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
557
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
|
|
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას და სილურჯეში დავიკარგები, წავალ და ვივლი სიყვარულისკენ ამ სიყვარულში დავიმალები. ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი? ვით ხეს ფოთლები შემომეცალა, მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი, სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა. ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში, სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს, მე ავფრინდები მაღლა ზეცაში. თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას და სილურჯეში დავიკარგები, წავალ და ვივლი უკვდავებისკენ, უკვდავებაში დავიმარხები."
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
591
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-08
|
| |
| |
 | |  |
|
| ძებნა |
|
 |
| კალენდარი |
| « აპრილი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
| ჩანაწერების არქივი |
|
 |
| საიტის მეგობრები |
|
 |
|