| სექციის კატეგორიები |
|
 |
| მინი-ჩეთი |
|
|
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
|
 | |  |
| მთავარი » ლექსები
|
ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა, აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია, ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა, მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა, სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი, თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი, და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია, სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს, განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას: "სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
581
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
სიყვარულია ქვის ჩუქურთმა ყინწვისის ფრესკა სიყვარეულისტვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა სიყვარულია ათას ერტი ღამის ზღაპარი ჩვენს გულში მარად დანტებული სულის ლამპარი სიყვარულია გზა,სიშორე,ცრემლი,გოდება, ხელს შეახებ და არასოდეს განმეორდება სიყვარულისტვის ბაირონმა კუბო ასცია უნდა შეწირო კველაფერი რაც გაგაჩნია სიყვარულისტვის თავი დადეს დზმებმა კახელმან სიყვარულისტვის არსაკიდზეს მოჩრეს მარჯვენა სიყვარულისტვის გადაფრინდა მტიდან შორენა დზნელია როცა შენს სიკვარულს ვინმე შორდება სიყვარულისტვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულისტვის სასთუმალთან რაღაც გაღვიძებს სიყვარულია თამარი რომ დარჩა კვლავ მარად სიყვარულს შოტაც შეეცადა და ვერ დამალა მე სიცოცხლეში უსიკვარულოდ არ მინდა წამი რადგან ჩემს კუბოს სამუდამოდ დაადნობს ნამი..
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
703
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას. მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას. ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას. მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას. მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან. მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან. და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი. ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
576
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
ნისლი ჩამოწვა შეიღება ქვეყანა შავად იწვიმებს ალბათ და დაეშვება ციდან ცრემლები ნელი ნაბიჯით მიუყვები მე მტკვრის ნაპირებს ოდნავ შეცვლილი გულმოკლული ღმერთს ვევდრები ლუკმას ვერ ვიდებ არა მშია სულ შენზე ვპიქრობ ეკალს ვერ ვხედავ მაგრამ მერჭობა სხეულში მწარედ კოცნის მაგივრედ გასალახად სატირლად მიხმობ ვიგლოვ იმ წუტებს რაც გაგიცან ვერ გავიხარე ეტლი დაიძრა ჩაუარე მე თბილის ქალაქს იღება კარი ჩარზული შევდივარ შიგნით შავი კედლები მეგებებიან მე სიხარულით ვხვდები დაგკარგე და ვერ ვიძინებ ამაზე პიქრით იტყვი სად გაქრა გასხივოსნება ის უეცარი ლაკივით მკრთალი საღებავი რას გადაესვა იცოდე ღმერტი არ გამწირავს ვიცოცხლებ მაინც! ამ ჩემს სიყვარულს დიდი შავი ლაქა დაესვა
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
601
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე. ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დღეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
602
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები და უფსკრულისკენ მიმავალ გზას გამინათებენ. მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ტუჩები ისე მომკლავენ ერთ კოცნასაც არ მაღირსებენ. წვიმა თუ მოვა და იტირებს ჩემს მკვდარ ოცნებას მომაკვდავ იმედს და სიყვარულს გამოიტირებს ყურს თუ დაუგდებ სევდიანი ქარის სიმღერას მაშინ საკუთარ ტკივილებსაც გამოიტირებ. მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ხელები ისე მომკლავენ ერთხელაც არ შემეხებიან სხვა რას გაიგებს, ასე ძლიერ რად მენატრები სხვა რას გაიგებს, სხვები შენ რას შეგედრებიან მე თუ მოვკვდები, ეგ თვალები მომიღებს ბოლოს მაგრამ სიკვდილიც იგვიანებს თითქოს ჯინაზე და შენი კოცნა, შენი კოცნა მიშველის მხოლოდ კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზ
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
597
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
მე შენ მიყვარხარ, ნუთუ ეს მე ვთქვი მე სიყვარულის არა მესმოდა, ეხლა კი შევსცქერ შენს ლამაზ თვალებს და ჩემი გულიც მგზნებარედ ფეთქავს. ეს მონატრების უზომო განცდა რაა, რომ ასე უზომოდ მძაფრავს, და ვარსკვლავების ციმციმი ცაზე ჩემში კვლავ უცნობ,დიდ სევდას აღძრავს. ბუნებაც თითქოს განმიდგა განძრახ, ზურგი მაქციეს კლდოვანმა მთებმაც და ღამე შენ ლანდს, გაცისკროვნებულს კლდიდან გადმომსკდარ ნაკადულს ატანს. შენი ხმა მესმის ყოველ კუთხიდან, შეუკრავთ პირი ნაზ ყვავილებსაც. ვერ გხედავ, მაგრამ ვგრძნობ რომ აქა ხარ დამკვიდრებულხარ ჩემს გულში მარად.. არ იღწერება ეს გრძნობა, რა ვქნა და არც პოეტის სიტყვები ჰხატავს, თუ დაინახავ მხოლოდ ერთს გეტყვი უბრალოდ გეტყვი მე შენ მიყვარხარ!!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
641
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
ბევრი იმედი გაწბილდება, ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს არ გცილდება - ქალი, რომელიც გიყვარს. ხანდახან ყოფნა გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - ქალი, რომელიც გიყვარს. წლებმა იციან გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... მაგრამ არასდროს არ ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს. თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
602
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
როდესაც ვრჩები ჩემს თავთან მარტო ღამით თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამიტ სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში და შუა ზგვაში ჩავუშვებ ღუზას რაღაც აზრები მომივლის თავში რომელსაც ქვია ლექსების მუზა მეკითხებიან ვისზე ცერ ლექსებს ვის მიუძღვენი ლექსების გუდა მე სიყვარულის დავიცავ წესებს რომ საიდუმლოს შენახვა უნდა მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ იფიქრო ის რომ მე ვარ მესია ეს ყველაფერი თავისით მოდის თვიტონ არ ვიცი ან სად ან როდის კალამი ხაზებს ტვიტონ მიჰყვება და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
612
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
|
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ. შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო. ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი. სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მო
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
604
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-10
|
| |
| |
 | |  |
|
| ძებნა |
|
 |
| კალენდარი |
| « აპრილი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | |
 |
| ჩანაწერების არქივი |
|
 |
| საიტის მეგობრები |
|
 |
|