მთავარი
 
167 SKOLA 4EVERშაბათი, 2026-04-04, 8:57 PM



მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
>>>ქართული ფილმები<<< [48]
>>>უცხოური ფილმები<<< [157]
>>>ვიდეოები<<< [27]
>>>ანიმაციები<<< [34]
>>>თამაშები<<< [11]
ლექსები [120]
მუსიკა [6]
სადღეგრძელო [35]
ბოევიკები [1]
ფანტასტიკა [6]
პრიკოლები [6]
უჟასები [9]
დრამა [6]
ჩხუბი წესების გარეშე [7]
PRISON BREACK გაქცევა1 2 3 4 სეზონი [7]
LOST დაკარგულები 1 2 3 და 4 სეზონი [6]
BRIGADA ბრიგადა [1]
ნაცნობი [6]
ვა ბანკი [7]
სიცილის ზონა [8]
პროფილი [16]
კლაბ შოუ [8]
კომედი შოუ [17]
ვანოს შოუ [6]
პროგრამები შენი კომპიუტერისთვის [89]
Download თამაშები [14]
2009 წლის ფილმები მხოლოდ აქ ჩვენთან [5]
იუმორინა 2008 [1]
ევროვიზია2009 [5]
ინდური ფილმები [11]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 144

შესვლის ფორმა

მთავარი » ლექსები
გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი გაიცნეს,
მთელი ეს საღამო ერთად იცინეს,
ბიჭმა აგრძნობინა გოგოს მოწონება,
წამში მოახსენა მისი მოწონება,
უთხრა მომავალი დიდი მელოდება,
ცხოვრების თანამგზავრი კარგი მეყოლება,
მე მასთან ყოფნა ყოველთვის მენდომება.
გოგონამ იგრძნო რო თავგზა აებნა,
თავისი ფიქრები სულ მთლად გაებნა,
ბიჭსაც ეს უნდოდა გოგონა დაება,
მას კლანჭები გოგონას ჩაება.
მას შემდეგ დაიწყო გოგონას წამება.
გოგონამ არ იცოდა სიყვარული რა იყო,
ცხოვრების ნახევარი ბიჭისთვის გაიღო.
ცხოვრების ბილიკი ორად გაიყო,
ბიჭმა ნახევარი გოგოსი წაიღო.
ერთი ორი დღე იყო ბედნიერი,
მას სხვისი გული დროებით ითხოვა.
გავიდა დღეები, ბიჭს გამარჯობაც აღარ უთქვამს გოგოსთვის,
გოგო ნერვიულობდა, ფიქრობდა და სინანულის ცრემლით ტიროდა.
ერთი დღე გათენდა ძალიან მშვენიერი,
გოგოსთვის სილამაზე იყო წამიერი,
მან თავის სატრფო სხვასთან დაინახა,
გოგონამ იგრძნო რომ ცხოვრებით დაიღალა,
ის სიყვარულით ძლიერ დაიტ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 688 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

მოვა... მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 565 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით,
ალბათ არასდროს შევცდებით.
ეკლიან გზებსაც ავცდებით
და შორს მწვერვალებს გავცდებით.
თუმც ვერანაირი აცდენით,
ბედისწერას ვერ აცდები,
ამაო იქნება განცდები,
ამაში მართლა არ ვცდები...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 673 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ო, აფხაზეთო ქართველთა გულო, ქართველთა ელდავ,
შენთვის დაღუპულ შვილებზე, ტირის მრავალი დედა,
დავბრუნდებით კი? მზიან მიწაზე კითხვა მაქვს, ნეტავ,
და სამყაროში შენი სახელით საქვეყნოდ ელავ.

შენ არ დაცხრები, შენ არ მოკვდები, ჩვენ გეუბნებით ერთად,
ჩვენ უზრუნელი, მომავლის ბედზე ფიქრებსაც ვბედავთ,
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას შემოხვეოდა სევდა,
ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში ჩვენ დავბრუნდებით ერთად.

მეფეებისთვის, და ქართველთათვის აღარ ჩავაგოთ ხმალი,
შენს დასახსნელად სოხუმო მოვემართებით ყრმანი,
დავითის მოდგმას ვაგძელებთ, ჩვენ გადმოვლახეთ ზღვანი,
მოდის ახალი თაობა, ელავს ახალი ალი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 705 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა,
მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 520 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ბრუნავს ბუნება, იცვლება ჟამი...
კრთიან ხეები, ზუზუნებს ქარი.
ცაც თითქოს ნელა ივსება ნისლით,
ვით ჩემი გული ამ სიყვარულით.

ამ გრძნობა თურმე არა აქვს ვადა,
არ იცის ხანა, ეპოქა, ერა...
ამბობენ თურმე არსებობს მარად
და ღვთის წყალობით იქნება კვლავაც.

უსიყვარულოდ არ გალობს შაშვი,
არ სტვენს ბულბული და
სტირის სული ...
უსიყვარულოდ ცოდვაა გული !
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 596 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...

როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...

იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...

ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამით ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 609 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 506 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 579 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 567 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 ... 11 12 »
ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2026
Website builder - uCoz