მე მივყვები ჩემი სულის ლანდებს,
მზის ტალღები ალმურს შემომაფრქვევს,
მოვერცხლილი, ლურჯი ქარავანი გამიტაცებს
სიყვარულით დაჭრილს
და ბნელეთში სისხლით განათდება დავრდომილი
პოეტური მუზა...
სული ითხოვს უსაშველოდ შველას,
მზე კი ისევ ცხელ ტალღების რწევას,
ცივი მთვარე გამალებით მზერას,
ბნელეთში კი აღარ მეფერება ცხელი სისხლით
გათელილი ვნება.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
537
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი სიზმრებით წარსულს ვშორდები
და ვეახლები მთვარეს მინორულს,
დავესესხები წვიმას სიყვარულს,
რომ დამასველოს უგონო სითბომ...
მერე არ ვიცი, გაქრება ალბათ
თეთრი ზმანება სულ, რომ თან დამდევს,
სისხლში იფეთქებს კვლავ გაზაფხული
და გაცოცხლდება სიტყვა უთქმელი,
უხმო ცრემლებით აივსებიან ნაზი ამბორით
ვარდის ფურცლები...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
543
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
სანაპიროს მარტოდ მდგარი,
ელის ღამის `კარნავალს~,
ღელვით ქარი მიმოაბნევს
ლურჯი ზღვების გალავანს.
სულის თრთოლვას ემატება
ჩქარი რიტმის ძალები,
`ტოკატა~ და `ტარანტელა~,
ბობოქარი ზარები...
ამოუცნობ ლანდებს ებრძვის
გამალებით გონება,
ნეტავ როდის დასრულდება
უსასრულო გოდება.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
583
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მიტოვებული წარსულის ჩრდილებს ავედევნები
და ჩემს სულისთქმას ზეცას გავანდობ
სისხლით შეღებილს,
მე დავიღლები ყვავილების ჩუმი ალერსით
და გაზაფხულის გულის ფეთქვით მე დავმშვენდები.
სიომ აფრქვია მარგალიტები ნუშის ყვავილებს,
მზემ კი სხივების `სარაბანდა~ გამოაბრწყინა,
ღამეს კი ველი მთებში დაკარგულს
და ლურჯ ქარავნებს ცრემლებით ვდევნი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
561
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
შენი წასვლიდან ოთხიოდე წუთი გავიდა. ვრჩები განცდებთან, _ “ სხვათა შორის” რომ დამიტოვე. იქნება ღირდეს, რომ დავიწყოთ ისევ თავიდან _ ის ”ყველაფერი” დამთანხმდები, _ იმედს ვიტოვებ. არ მკითხავ ალბათ, გაკვირვებით ”ყველაფრის” ამბავს. რა განცდებზეა საუბარი, _ არ მომთხოვ პასუხს, ღიმილთან ერთად, როცა თვალებს მალულად ნაბავ. რა შუაშია ეგ სიმკაცრე,_ რაც გულით არ გსურს? სუნამოს სუნი ვერ განდევნა თამბაქოს ბოლმა, თვალს ვერ ვაშორებ დახეულ თაბახს,_ აქა ხარ თითქოს, თუ დავისწავლეთ ამ სიშორის ყადრი ჩევნ ორმა, ბევრ რაღაცაზე უარს ვიტყვით,_ მე ასე ვფიქრობ. ქრება მირაჟი, _ სინამდვილე მუშტებს მიღერებს ყელში ბურთად რომ გამჩხერია_ ევას ვაშლივით, დახეულ თაბახს მიტმასნია ჩემი სიმკაცრე, თვალებს მიწკურავს... ვუწითლდები მორცხვი ბავშვივით. თითქმის საათი გასულია შენი წასვლიდან, სუნამო მაინც ვერ განდევნა თუთუნის ბოლმა. არ არის ძნელი, რომ დავიწყოთ ისევ თავიდან_ ის ”ყველაფერი”... თუ მოვრიგდი
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
573
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში, შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა! თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში - ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
743
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
გალობა ანგელოზთა–
სხვა მხრივ სიჩუმე,
ჩამქრალი სინათლე–
მხოლოდ სანთლები
არავინ სულიერი–
კედლებზე ფრესკები,
არც ერთი მომლოცველი–
და მაინც ლოცვები,
ღმერთისგან შენდობილი
ამ ქვეყნის ცოდვები,
ტაძრის შუაგულში
ცოლ–ქმრად შეუღლება,
გული მიყვარხარო
სხვა გულს ეუბნება.
ცრემლი დაცემულა
პატარძლის კაბაზე
ცრემლებს უელვია
ნეფის ამაყ თვალზე,
ცრემლებს უცვივნია
მაყართა თოლებიდან
სიკეთის ცრემლები
მოდის დღეს გულიდან
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
711
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
კარიბჭეები, ცათამბჯენები ცხრაკლიტულები... ცდება გონება– როცა ყველაფერს რაღაც აკლდება, როცა ყველაფერს რაღაც შორდება. ილუზიები, მწველი თვალები, გაშლილი ფეხები... გამოცხადება! ნაკბენი ტუჩზე, ლაქები ლურჯი, გამოზლაზნდება–გარდაიცვლება. კარზე კაკუნი, ფეხის ჭრიალი და მარტოხელა, ავი ყმუილი, ღამის პეპლები, ხეთა ჩრდილები, ღია კარები... მზერა... დუმილი... ამოუცნობი, ცოტა პირქუში, მთელ ღამეს მასთან ყოფდი სარეცელს, კრთოდა სახეზე ღიმილის ნერვი, მის გარდა ყველას ზურგი აქციე, მის გარდა ყველამ ზურგი გაქცია, მის გარდა ყველა არის მაქცია, მის გარდა ყველა შენი მტერია, ნოტიო აზრში რაღაც სენია! და მაინც, მძიმე არის ბურუსი, ხანდახან ხდება, ცდება გონებაც, შემოგეხევა მუქ ტანზე კაბა, ნოტიო ვნება, სიამოვნება, ცივი კანკალი და გაჟრჟოლება და გამოცლილი ბოთლი: აღარც ჯინი ზის მასში შემცბარი, არც სითხე, მორჩა ომიც... მორჩა ომი და მ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
569
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მეგონა,გაექეცი ჟღალისფერ სიზმარს, მეგონა, შეიცანი სხივები მზისა, გული კი მაინც, რატომღაც თრთის და- თურმე დაუჭრიხარ შხამიან ისარს...
მე არ ვუსმენდი ცხოვრების მისანს და ჭეშმარიტად ვებრძოდი სიტყვას, თემიდას სიტყვას და დიკეს რისხვას, ამ ოცნებების ვარდისფერ გრიგალს.
ყურში ჩაგესმა პეითოს გმინვა და მაშინ დადე ჰორკოსი წმინდა, რომ შეებრძოდი სიცრუეს მცინარს ამ ერთი ბეწო ცხოვრების ტირანს!
გაისმებოდა ეპინიკია... ჩვენი ცხოვრება ბევრი ფიქრია, ზოგი მცირეა, ზოგი დიდია, ბევრი სწორია, ბევრიც ფლიდია,
მაგრამ გაისმა აილინოსი, და შენც აბღავლდი როგორც ნილოსი, როგორც ფერები კედლის ტილოსი, ამოიმართა შენს წინ ბურუსი
და სიბნელეში დაძრწოდი მარტო, მხოლოდ გრძნობები დაგირჩა მთელი, ადამიანნო! ვერ ხედავთ როგორ, რად გადაიქცა სიმართლის მხსნელი?!
როგორც ობობამ პეპელა ქსელში, ისე ჩაგიგდო სიცრუემ მძევლად და გადაგაგდო ჰა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
578
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც... ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, ვერ შეიძულო მაინც... ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, ცაში იფრინო მაინც... ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, მაგრამ მიყვარდე მაინც... ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... ხომ შეიძლება გული გაიყოს და ვსულდგმულობდე მაინც... მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს და სიყვარულის მორევს ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ, დიდი ტკივილი ესაა სწორედ...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
623
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
| « 1 2 3 4 5 6 7 ... 11 12 » |