მთავარი
 
167 SKOLA 4EVERოთხშაბათი, 2026-04-08, 10:58 PM



მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
>>>ქართული ფილმები<<< [48]
>>>უცხოური ფილმები<<< [157]
>>>ვიდეოები<<< [27]
>>>ანიმაციები<<< [34]
>>>თამაშები<<< [11]
ლექსები [120]
მუსიკა [6]
სადღეგრძელო [35]
ბოევიკები [1]
ფანტასტიკა [6]
პრიკოლები [6]
უჟასები [9]
დრამა [6]
ჩხუბი წესების გარეშე [7]
PRISON BREACK გაქცევა1 2 3 4 სეზონი [7]
LOST დაკარგულები 1 2 3 და 4 სეზონი [6]
BRIGADA ბრიგადა [1]
ნაცნობი [6]
ვა ბანკი [7]
სიცილის ზონა [8]
პროფილი [16]
კლაბ შოუ [8]
კომედი შოუ [17]
ვანოს შოუ [6]
პროგრამები შენი კომპიუტერისთვის [89]
Download თამაშები [14]
2009 წლის ფილმები მხოლოდ აქ ჩვენთან [5]
იუმორინა 2008 [1]
ევროვიზია2009 [5]
ინდური ფილმები [11]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 144

შესვლის ფორმა

მთავარი » ლექსები
რომ დადგებოდა ჟამი ჩვენი კვლავ შეხვედრისა
რომ შენში ისევ გამაოცებს ჩემი დანახვა
რომ სამუდამოდ დაიხსომებ იმ წამის ხმაურს
რომ ჩემთვის ისევ გაიმეტებ წუთს საათიანს
რომ თვალი მაშინ მოტყებით არ ატირდება
რომ შენი მზერა სიყვარულის იქნება შვილი
რომ ჩემი სუნთქვა შენთვის იფრენს იმ ხიდის მიღმა
რომ შენი ხმა მივიწყებულ დღეებში მქრალი
რომ საუკუნის წინაშე მქონდა ყურებში მთვრალი
რომ ჩემთვის იტყვი რაღაც სიტყვას, თუნდაც უაზროს
რომ შენ არ მოგთხოვ სიტყვას მხოლოდ ძლიერ აზრიანს
რომ ორი წუთი ათასწლეულს დაემსგავსება
რომ მოგინდება ჩემი ნახვა კვლავაც ძალიან
რომ ჩამაფიქრებს ეს სურვილი და ამატირებს
რომ ამ ცრემლებით გაიზრდება დღე უსაშველოდ
რომ დამირეკავ მაშინ, როცა აღარ გიტირებ
რომ კითხვა ახლა უადგილო იქნება ალბათ
რომ ჩვენ კვლავ რატომ შევხვდით მაშინ, ზაფხულის ღამეს?
რომ მოგონება ორწლიანი სახეიცვლება
რომ სევდიანი წლები წუთად გადაიქცევა
რომ თითქოს მხოლოდ გუშინ გნაზ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 558 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი
რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა
ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს
და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა

შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა
და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით
თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა
ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი

ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კვდომა
კუბოს ზევიდან ჩამესმოდა ქალის ტირილი
და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა
ნუთუ დააკლდათ ამ ხალხს რამე ჩემი სიკვდილით
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 591 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ღამით ქუჩაში დავეხეტები
მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...
მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,
სველი თვალებით მივყვები ბილიკს,
გაოცებული მივიცქერი იქით
არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?
მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის
მე არ მასვენებს ფიქრები მისი,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...
მინდოდა მეთქვა,რაც არ მითქვია
ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,
არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,
არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.
დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე
თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
არ ვიცი საით,
გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 577 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

თქვენზე ოცნება მომძალებია,
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები.
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია
და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები,
მიმოფერილი ოქროსფერებით.
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით.
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი,
სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე.
ბავშვური წყენა გადაგფენიათ
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე.
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი.
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი.
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა
აუწერელი უთქმელი ენით.
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი.
არა. არ ძალმიძს მე უმისობა.
თქვენს სიყვარულში დავიმარხები,
მივებარები მარადისობას.
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ,
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები.
უკანასკნელად მოგეფერებით,
მერე ღრუბლებში დაგემალებით...

ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული
მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 585 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

წუხელ დამესიზმრე შავი ტანსაცმელით...
უხდებათ... ცრემლები კუბოსთან ყვავილებს...
უკან აკრეფილი თმებით – გასაშლელით
გიხდება... როდესაც შენ ტირილს აპირებ...
.
იცი? - ეს სიზმარი ჯერ არ ამხდენია,
თითზე შემრჩენია ფეფრფლი სიგარეტის...
გარეთ დაქანცული იდგა გამთენია
შუბლზე მიბჯენილი ნამგალა მთვარეთი
.
მგონი გაიხსენე შენ უკვე ის დრო და
სიცხით გათანგულის ჩახსნილი საკინძე...
გულაღმა ვეგდე და არავინ მინდოდა
შენ კი დაბზარული გული დამაფიცე
.
რომ არ დავხუჭავდი თვალებს არგახელით
არ შეგატოვებდი დროს განმარტოებით...
შენ რომ არ ჩაგეცვა შავი ტანსაცმელი -
მე დავრჩი... და შენ კი წახვედი... დროებით...
.
მძევლად დაუტოვე სახეს განშორება
როგორც გაფითრებულ გვამების ვიზაჟი...
იცი? – სიყვარულიც მალე აშმორდება
თუკი არ გაყინე... ან ჩადე მიწაში!
.
წუხელ კი... კუბო იდო ოთხად მოკეცილი
და მასში ხელები მეცნო გაცილებით...
თითებიც ვიცანი გულთან მოკრეფილი
ნერვიულობისგან დაჭმული ფრჩხილებით
.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 558 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 573 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

სიტყვა,სიტყვაში თუ მოვათავსე,
მაშინ მიხვდები გულში რა მიდევს,
თუ რა ტკივილი და დიდი ღვარძლი,
მე მოვათავსე ამ გულის კარში.
არვის არ ვანდობ თუ რა მაწუხებს,
ეს მხოლოდ ჩემმა,ფიქრებმა იცის.
მხოლოდ მათ ვუმხელ ჩემ წინათგრძნობას,
რომ მალე შევაღებ სამოთხის კარებს.
მტრედი წამიყვანს ამაფრენს ცაში,
მტრედი ქაფქაფა,თოვლივით თეთრი,
წამიყვანს ცაში და მომანატრებს,
...მიწაზე სიცოცხლის ხალისს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 570 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე....
მერე მოდი და ცემს მკლავებში შემოიხიზნე
უპატრონე ჩემს მონატრებას...
ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური...
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს....
..........გამომიგონე........... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე.... და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი....
მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი...
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა....
შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას...
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი...
მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი....
..........გამომიგონე............ შემოყვარე როგორც გ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 619 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე“.

„მაღლა გორაზე დაუთოვია,
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 591 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს
ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........
აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც
მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა
ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა.........
არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი
მონატრების გარდა.
თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით
განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ
ზაფხულს............
ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ
იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან,
ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო
შენთან ერთად ვნების მორევში..............
როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა
დარდი და მწუხარება...........
მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 585 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 11 12 »
ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2026
Website builder - uCoz