უფლისციხესთან ...სფერი ყაყაჩოს წვეთ არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა. არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩrია. არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას შუა კავკასიის ხედი და კითხვა <<ვინ ვის?>> ბებერ გულში ლახვრად მაჩნია. არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
612
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ყველაფერი დღეს დაემსგავსა სიმართლეს, ყველაფერი ეს დღეს მინდა რომ მე მწამდეს, პიქრი და ოცნება ახდეს, უაზრობა გაქრეს, ყველაფერი ცუდი წარსულს დარჩეს, განათდეს ცა, გამინათოს გზა, რომ გავაგრძელოდ ჩვენი მიზნის მიხცევა, და მწამს მე ამის მწამს, ჩვენ მოვიგებთ ომს, გაუსწრებთ დროს, არავინ არაფერს აღარ თმობს, ძმა ძმას დღეს აღარ ცნობს, უაზრობა თოვს, ფიქრები ქარს მიაქვს სადღაც შორს, და ველოდები ომს, ხელს მიწვდის ვიღაცა,რაღაცას მთხოვს, ნეტა რა უნდა?საერთოდ რას ისთოვს, რეალობას ჩამორჩა და მიდის სადღაც შორს, შენდობას ღმერთისგან ყველა მოითხოვს, ვერ გავურდივარ წლებს, სიბერე ყველგან მომსდევს, რა გაუძლებს დღეს ამდენ მტერს,ამდენ გველს, დამღალა ყველაფერმა რამის იმედი მაინც გვქონდეს
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
575
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
665
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი, ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია... ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი, მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...
სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად, ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია... მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება? ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...
ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ... ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები, მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...
ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას, ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან... და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად, როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
601
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
575
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო, ოღონდ არ მკითხო, ვერ გეტყვი რატომ. ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული, მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული. მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს, რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს. ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება, მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება. უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება, გული კი მარტოდ მარტო დარჩება. მოგონებები თუ გადარჩება, ამ მოგონებას ცრემლი ახლდება. ყველაფერი კი ასე მთავრდება, გული უშენოდ დაიტანჯება. სული ობოლი მარტო დარჩება და ჩემი გრძნობა ასე გაქრება, გაივლის დრომ და დადგება წამი როცა მე უკვე ვიქნები გვამი. მე გამიხსენებ სულ ერთი წამი, შენ გეკუთვნოდა, შენთვის ვარ მკვდარი, შენი ვიყავი და შენი ვრჩები, შენს ტკბილ სიზმრებში მე შენთან ვრჩები...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
568
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
როდესმე ნეტა მოგნატრებივარ? როდესმე მაინც თუ გყვარებივარ? ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი? არა! სიყვარულს არ ადევს ფასი! როდესმე ის დრო გაგხსენებია? ჩემსავით ვინმე მოგფერებია? ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები, თუ გაუნდვია თავის ფიქრები? როდესმე ნეტა მოგენატრები? როდესმე ნეტა მოგეფერები? ღამე მაინც თუ გაგითევია? ვინმეზე ფიქრში დაგთენებია? თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია, ცრემლებში სევდა თუ გინახია? ეს მონატრება შენ განგიცდია? ან უიმედოდ თუ დაგიცდია? მაშინ გაიგებ რაც გამიგია და ამ გრძნობებით რაც განმიცდია....... მოვა დრო... ღამე მოგენატრები, ქუჩაში დღისით მოგელანდები, შენც მოგაწვება გულზე დარდები და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები. ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე, არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე.... მოვა საღამო და მოვა ღამე, შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს, იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს და მოიგონებ სანატრელ წამებს, სანატრელ წამებს შეამკობ დარდით, და ატირდება ეგ გულიც ნატვრით, ნატვრით გაიგებ რა იყო
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
569
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ფიქრი – იმღვრევა, ნისლი – იმქვრევა, ცხოვრება – ირევა წამში, დავდივართ, დავეძებთ, ვპოულობთ და ვკარგავთ ცხოვრების თნამგზავრს ხალხში, გეძებდი... გიპოვე... და ისევ დაგკარგე, თითქოს – არ იყავი ის კაცი... და ისევ... ფიქრები – აიმღვრა, ნისლები გაქრა და... ცხოვრებაც აირია წამში.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
554
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ჩემი ცხოვრება მიდის, ნელია... და ჩემი ტანჯვის გაგება ძნელია ძნელია გიყვარდეს ვინმე გაგიჟებით, მაგრამ ჩემს ტკივილს ვერასდროს ვერ მიხვდებით...
სიყვარულია მუდამ რომ მტანჯავს და ჩემს თვალებში შენ სახელს ქარგავს... ამ ლექსს თან დიდი გრძნობები ახლავს, მაგრამ ამის თქმას აზრიც კი არ აქვს.
მივყვები ცხოვრების დინების კვალს, ვუყურებ მე შენს ცრემლიან თვალს, მაგრამ ეს ცრემლი ეკუთვნის სხვას და ჩემს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
597
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
| « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 11 12 » |