მთავარი
 
167 SKOLA 4EVERოთხშაბათი, 2026-04-08, 10:24 AM



მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი
სექციის კატეგორიები
>>>ქართული ფილმები<<< [48]
>>>უცხოური ფილმები<<< [157]
>>>ვიდეოები<<< [27]
>>>ანიმაციები<<< [34]
>>>თამაშები<<< [11]
ლექსები [120]
მუსიკა [6]
სადღეგრძელო [35]
ბოევიკები [1]
ფანტასტიკა [6]
პრიკოლები [6]
უჟასები [9]
დრამა [6]
ჩხუბი წესების გარეშე [7]
PRISON BREACK გაქცევა1 2 3 4 სეზონი [7]
LOST დაკარგულები 1 2 3 და 4 სეზონი [6]
BRIGADA ბრიგადა [1]
ნაცნობი [6]
ვა ბანკი [7]
სიცილის ზონა [8]
პროფილი [16]
კლაბ შოუ [8]
კომედი შოუ [17]
ვანოს შოუ [6]
პროგრამები შენი კომპიუტერისთვის [89]
Download თამაშები [14]
2009 წლის ფილმები მხოლოდ აქ ჩვენთან [5]
იუმორინა 2008 [1]
ევროვიზია2009 [5]
ინდური ფილმები [11]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 144

შესვლის ფორმა

მთავარი » ლექსები
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 651 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი
თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი
ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია,
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს
დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს
მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი,
ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს
ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი
უფლის განგებით ჩვენი ბედია,
და არც არასდროს და არც არასდროს
მე უშენობა არ მინატრია,
ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი
მკრეხელობაა და ღალატია.
მე არ ვიცვლებოდი
საუკუნენი ისე მიქროდნენ, ვერც კი ვამჩნევდით
ვიცვლიდი სახელს, ზნისა სახეს,
და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები,
ხან მიწურ ქოხში გითბობდი ვახშამს
გელოდი როგორც, ცოლი მორჩილი,
ხან სასახლეში გიწვევდი, რაინდს რომ
შემებორკე ტრფობის ბორკილით
ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე,
ხან ვიყავ შენი უარმყოფელი,
და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი.
და თუ ვცოდავდი
ვცოდავდი შენთან, ზოგჯერ შენს გამო,
ზოგჯერ კი შენთვის
მანკიერება ჩემი ყოველი, შენს პირველ ც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 638 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

სული ქებული, ვნებული,
მაგრამ მაღალი, ღმერთებთან მჯდომი,
პატრიოტების მომაქვს კრებული,
მშობელ ქვეყნისთვის ყოფილა ომი!!!

დაბადებიდან იწყება კვდომა,
მაგრამ აქა ვართ, აქა ვიქნებით,
სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღდგომა
არის იხსენო ხალხთა წიგნებით...

არ არის მკვდარი, ვინც მოკვდა ჩვენთვის,
ქვეყნის სიცოცხლე აცოცხლებს მასაც,
ჩვენი გოდება მათ საფლავთ ერთვის,
თუმც დაჰყურებენ ღიმილით ქვასაც...

გამახსენდება ...ს აპრილი,
ამაღლებულებს ავუნთებ სანთელს,
გამახსენდება ყველა დაჭრილი
და ვადღეგრძელებ აწ უკვე ჯანმრთელს!!!

ახლა კი ლაღად ფრთებგაშლილ არწივს,
ვაჟასეული ხოტბა რომ ესმის,
დამშვიდებული დედიკო აკვანს რომ არწევს,
თავისუფლების ტოტია ფესვის...

მაგრამ ვინ ჰხედავს ამ საქმეს დიადს,
...ს წვეთებმა ტყუილად იდინეს?
მე მეტირება ამაღამ, ზვიად,
დღეს ქართველიც კი საფლავს გიგინებს...

ბრძოლის სიმღერა რომ ემღერება
და სურს გასწიროს ჩვილს ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 569 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ისევ მარტო როგორც ყოველთვის მივდივარ ბილიკზე
ვფიქრობ ხალხის ჩემს მიმართ მწარე ტირილზე
მარტო წავედი თან წავიგე ჩემი გრძნობები
მშვიდად მივდივარ რადგან ვიცი გემახსოვრები

არ მეშინია არც სიკვდილის და არც სიბნელის
არც კი ვიდარდებ იქ წასულს თუ მე ვინ მელის
მივდივარ ჩუმად თავდახრილი რაგაც საოცრად
ვინც კი მნახა მე მიმავალი ყველა გაოცდა

ყველა გაოცდა როცა მნახეს მშვიდად ვიყავი
უკვე ვხედავ როგორ იღება დიდი ცის კარი
შემოვტრიალდი გემშვიდობებით კარგად იყავით
აქ ვერ გამიგეთ ჩემი ადგილი ალბათ იქ არის

ბევრს გავახარებ ბევრიც ღამით ჩუმად იტირებს
ძველ ვაზაში ჩემი ვარდები ისევ ტივტივებს
ისიც გამხმარა დაჰკარგვია ნაზი ნაკვთებიი
მე მოვკვდი ვარდო შენ კი ნეტავ რატომ არ კვდები

ის სილამაზე რაც მე მქონდა გადმოგდებია
ჩუმად ვჩურჩულებ თიტქოს სიცოცხლე მომნატრებია
მინდა სიცოცხლე ძველი ტკივილი დამვიწყებია
მაგრამ წავედი უკან დაბრუნება მართლაც ძნელია
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 565 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)


რამდენი დღე გაილია ფიქრით რომ შენ მოხვალ
გრძნობა ისევ აირია უნამუსო ხომ ხარ
როგორ გენდე და გაგანდე გითხარი რომ გყვარობ
შენ დძმაკაცთან მისულხარ ტრაბახობ და ამბობ

გითქვამს თურმე ცალმხრივია ეს ლამაზი გრძნობა
პირი რატომ გაგიღია სისულელეს ბოდავ
დაგავიწყდა რომ მიტხარი ცხოვრება ხარ ჩემი
შენს ძმაკაცთან გითქვამს თურმე არც კი გენატრები

მე ვერ ვხვდები ასე ძლიერ შენ რატომ დაეცი
მიდი ახლა ყველას თვალწინ პასუხი გამეცი
მიპასუხე რათ გამწირე რატომ დამაცირე
ეს კითხვები არ მასვენებს და ვერც მოვიცილე

ვერ მპასუხობ ჩემო კარგო რატომ ნეტა ხვდები
მგონი ისევ ეტრფი გრძნობას ისევ ემონები
შენი ხელით დაანგრიე გრძნობით სავსე კონა
სიყვარული უკვდავია შენ ხომ ასე გეგონა
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 540 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

იყო გოგონა და იყო ბიჩი
ღმერთმა საჩუქრად უბოძა ნიჭი
ეყვარებოდათ ერთურთი მუდამ
ბოროტ ხალხს მათი გაყრა კვლავ სურდათ

მათ ხომ იცოდნენ სიკვდილის გარდა
ვერვინ გაყრიდა ამ ორს გზის გაღმა
თუმცა სიკვდილი ეწვიათ მაშინ
როცა არ ელოდნენ და იყვნენ გზაში

მოტოციკლეტი გზას ღაფავს სწრაფად
თუმცა მუხრუჩმა უმტყუნა ამ წამს
ბიჭმა შენიშნა თუმცა ის დუმს
ნერვიულობა მისი არ სურს

მისცა გოგონას მან დინჯად შლემი
ამ საქციელით იგი მას შველის
ეჭვი არააქვს გოგონას იმის
სატრფოს ხმა რომ მას ბოლოჯერ ესმის

აი გათენდა დღე თითქოს ნათელი
და ყვლას აჩვენეს ახალი ამბები
მომხდარა ავარია იმ ქუჩის ბოლოს
და იქვე იპოვეს მტირალი გოგოც

რომელსაც დასდის ცრემლები ნელა
მას ეკარგება სიცოცხლის რწმენა
სატრფოს კვლავ ნახავს ამის ხომ სჯერა
სიყვარულისთვის ისწავლა ფრენა
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 536 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

შენ არ გეგონოს რომ ვიცინი გულს ეღიმება
ნაღვლიანი ვარ მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება
მეუბნებიან გაიცინეო სიცილი გიხდება
და მეც ვიცინი რადგან საქმეს ასე სჭირდება

ზოგჯერ ვფიქრობ სათამაშოდ ყოფნა ჯობია
რომ დარჭირდები ითამაშებენ გაერთობიან
თუ ცრემლი მოგდის არვინ მოგხედავს ასე მგონია
თოჯინა ტირის რაში ადარდებთ უგულო ჰგონიათ

უსულო საგნად მიმიჩნევენ გამრიყავს ხალხი
სოფლის მოსახვევში ჩემსავით მარტო ჩამოდის არხი
აეს მაწუხებს თუმცა ხმამაღლა სათქმელად არ ღირს

დღემდე მიკვირს ამდენი დარდი გულს როგორ არ ღრღნის
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 580 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

შენ არ იცი მე თუ როგორ მიყვარდი
ამ გულში ის გრძნობა მგონი გადარჩა
დავშორდეთო შენ გული მომიკალი
მაგრამ წყენა ჩემში უკვე არ დარჩა

მიყვარხარო მოხვედი და მითხარი
შევრიგდეთო ამ გრძნობების თანახმად
გიპასუხე მე რომ გრძნობით ვიწვოდი
შენ დასდევდი სხვა გოგოებს კვალდაკვალ

შენ მითხარი გული როგორ მოგილბო
დაგიჩოქებ მინდა იყო თამამად
იმ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა
მაგ სიტყვების გამგონი მე აღარ ვარ

წადი ეხლა ისევ იმას უჩოქე
ეგ სიტყვები ვისაც გულზე მოხვდება
ძველ ტკივილმა ბევრი რამე მასწავლა
და შეცდომა მეტჯერ აღარ მოხდება
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 569 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

როცა ქალაქში ღამეა და ყველას სძინავს
როცა ირგვლივ არავინაა და მარტო ვზივარ
როცა თოვლი ნაზად ბარდნის ფხვიერ მიწას
შენზე ფიქრი შემიძლია მხოლოდ იმ წამს

სიყვარულის არ მეჯერეა მაგრამ ახლა
ეს უაზრო ფიქრი ჩემში უცბად გაქრა
დამიჯერეთ სიმართლეა რადგან მართლა
ეს გიჯური სიყვარული მეც გადამხდა
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 539 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

ცხოვრება ჩვენთვის მშვენიერია
ამას გავიგებთ როცა მოვკვდებით
მაგრამ მინდა რომ აზრი გავიგო
ასაკთან ერთად რატომ ვიცვლებით

დრო მიდის მიაქ ჩემი ფიქრები
აღარ დამისვა ჩვეული კითხვები
ასაკსაც მიაქვს შენი სიტყვები
გთხოვ დაუკვირდი ხვდები მჭირდები

ჩემს გულში სევდამ დაისადგურა
მომავლის იმედი გამინადგურა
დაიმახსოვრე ასე არ უნდა
შენი სიჩუმით სამყაროც დადუმდა

იქნება მითხრა სიტყვა რომელსაც
არმდენი ცლები ტყუილად შევწირე
ნუთუ ძნელია ამის წარმოთქმა
ძლიერ მიყვარხარ გთხოვ მაპატიე
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 525 | დაამატა: 167skola | თარიღი: 2009-01-09 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 6 7 8 9 10 11 12 »
ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2026
Website builder - uCoz