ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოველის მპყრობელმან ვისურვე, დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე”… თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოვდილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - გულზე დამადგით, ფეხი დამადგით, გულზე ყოველთა…
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
612
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ძნელია როცა ტირიli გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეეზს ვერ ხედავ, ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს, ძნელია როცა თვალები სველი, არ იძინებენ არ წყდება თოვა, ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა. ძნელია როცა სევდა დაგიმარტოვებს, ძნელია თითქოს, ძნელია როცა გათოშილ თითებს არავინ გითბობს, და როცა მატო დააბიჯებ ქუჩაში, ქარში და უკვე აღარ იყურები ოცნებით ცაში. და თუ ნაცნობი თითების ნაცვლად ქარი გეფერება, გული ვეღარ ითმენს, დრო გადის და ჟამიც გებევრება, ძნელია უმიზნო ლოდინი ძნელია თითქოს, შენ უნდა ელოდო და შენზე თურმე არავინ ფიქრობს
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
597
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე, დილით ყვავილი გეალერსება, ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს.
წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ და შენი სევდა ისე დიდია, გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა, ის რაც გინახავს, ან განგიცდია.
ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს, განმარტოებით დგახარ სრულებით და დაგროვილი სევდა სულიდან გეღვრება, როგორც ნაკადულები.
სულ რომ გვაქციო ზურგი ამაყად, ან მოეფარო შორეთს ბინდიანს, იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ, მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია.
ტანზე სამოსიც შემოგძარცვია, მთაო გალავნად წამომართულო, შენ ჟამმა,თითქოს ბერად გაგცია და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
558
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან, ქართული ჩოხით... ძველი ხალათით... ის დადიოდა,როგორც ლეგენდა, ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...
საით წავიდა, არავინ იცის, მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი, მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი გაოცებული ფიროსმანივით
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
547
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი, თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს, ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს, ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე.
მწარედ გადაგკრავს ღიმილის მახვილს, გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს, როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს.
და თუ ღიმილის იდუმალ ფარდას, სუდარასავით ჩამომაცილებთ, ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს.
და ამ ნიღბების მიღმა მავალნი, თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ, მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი, ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
549
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
|
ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს, ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია, ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით..
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
578
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი, მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს, მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი, და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ, და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი? სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ, არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი? და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ... აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი... ეს სასაფლაოც ატირდება ვტირივარ როგორც... ამ ქალსაც მგონი გაჰყოლია იმ ქვეყნად დარდი, ამ ვაჟკაცს თურმე ჰყვარებია ლამაზი გოგო... და ბედისწერის ყველა გზები აქეთკენ მოდის, და საფლავთ იქით ოცნებათა თავდება თოვა, მეც მოვალ ალბათ...რა აზრი აქვს როგორ ან როდის... ასე კი არა, უფრო ჩუმად, გულგრილად მოვალ... მოვკვდები ალბათ ისე როგორც კვდებოდა ყველა, და არაფერი არ იქნება ამაში უცხო, იქნება დილა, და ზეციდან ფიფქების ცვენა, იქნება სევდა, და სიცივე იქნება უფრო,
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
663
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
როცა მთვარემ იწყო კლება,
მე დავიწყე აღმაფრენა,
შორეული ზმანებების უღიმღამო ესტაფეტა.
მე მოვივლი ზღვის ნაპირებს, შენთან მოვალ
თუ კი მეტყვი,
და მოგაფრქვევ ლურჯ ტალღების უსასრულო
ეფემერას.
მერე მარტო, კვლავ ეული, დაუყვები
ზღვის ნაპირებს,
შორეული წარსულის ხმებს ქარს გავატან
ცის კამარად.
ველი ქარებს, ნიაღვრებს, რომ წალეკავს
დროის ბზარებს,
ველი სურნელს ველურ ვარდის, სველ წვიმების
ქროლვის ალებს,
მორჩილ მზერას კენჭებისას და საამო
სიელვარეს ...
ბგერებს ველი სიღრმისეულს, რომ წალეკავს
გონების კარს,
სულის ზღუდეს შემოგინგრევს
და მიგიყვანს ვით გარიყულს ხელოვნების
კარიბჭესთან.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
563
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
მთვარემ მოქსოვა მზის თეთრი კაბა.
ღამემ კი შობა დღის ჭრელი ფარდა,
დრომ დამათოვა სევდად ფიქრები,
ზღვამ დამიტოვა ლურჯი ზვინები,
სიტყვების ქარმა რითმით მასველა,
ყვითელ წვიმებმა მუზად დამსეტყვა,
სულის რაშმა კი მოვერცხლილ მთებზე
სისხლით გათელილ ვნებას მადარა ...
და ვეძებ ჩემში დავრდომილ პოეტს,
და ვეძებ ჩემში დაჭრილ მონასაც,
მაგრამ გაზაფხულს თუ კი მოგიყვან,
გთხოვ, სიყვარულს მე ნუღარ მომკითხავ.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
598
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
|
ხელოვნების კარიბჭესთან მდგარი, კარებს
მიღებს სრულყოფილი მგზავრი,
ლურჯ სვეტების ვრცელი გალავნები
მიმოაბნევს მარგალიტებს რარიგ ...
მე მოვწყვიტავ ქარით აღვსილ ფოთლებს
და გავითბობ სულის ეფემერას,
და დამხრჩვალი ზღვების სავანეში,
ნაპირს მრიყავს სიყვარულით დაჭრილს
ჩემი სულის სრულყოფილი მგზავრი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
564
|
დაამატა:
167skola
|
თარიღი:
2009-01-09
|
| « 1 2 3 4 5 6 ... 11 12 » |